კახა კალაძე: ნურავინ ელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთს, ახალისებს ძალადობასა და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა და ამ ყველაფერს გაემიჯნება

„ნურავინ ელოდება იმას, რომ ის, ვინც უკვეთს, ახალისებს ძალადობასა და უბედურებას ქვეყანაში, მეორე დღეს გამოვა და გაემიჯნება ამ ყველაფერს. როგორ უნდა გაემიჯნოს - თვითონ არის დამფინანსებელი და შემოქმედიც“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან 4 ოქტომბერს, თბილისში, პრეზიდენტის რეზიდენციასთან განვითარებული პროცესების ამ დრომდე არდაგმობის გამო.
მისი თქმით, ყველა ბოროტება, რაც ბოლო წლებში საქართველოში ხდება, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა.
„ქვეყანაში ძალადობას თვითონ ახალისებენ, თვითონ აფინანსებენ ამ ტიპის ადამიანების შექმნას, თვითონ აფინანსებენ ექსტრემისტული ორგანიზაციების შექმნას, თვითონ ახალისებენ ბოროტებას, ამიტომ როგორ დაგმობენ.
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა. იღებენ დავალებებს და ცდილობენ განახორციელონ. რამდენად გამოსდით, ეს სხვა საკითხია, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული პროცესები გარედან არის მართული“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერი, ასევე, ჟურნალისტის შეკითხვის პასუხში გამოეხმაურა ევროკომისიის პრესსპიკერის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ ის სიმართლეზე დაფუძნებულ განცხადებებს არ გააკეთებს.
„საკუთარ თავს ხომ არ დაადანაშაულებს და დაგმობს? ყველამ კარგად ვიცით და ცხადია ის, თუ როგორ იმართება ეს პროცესები, საიდან ფინანსდება, ვინ უდგას სათავეში, ვინ შექმნა ეს აგენტურული ქსელი ქვეყანაში, ამ ტიპის ადამიანები - უსამშობლო აგენტურა. შესაბამისად, ცხადია, ის არ გააკეთებს სწორ განცხადებას, რომელიც სიმართლეზე იქნება დაფუძნებული“, - აღნიშნა კალაძემ.
1760102170
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 10 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7117 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7125 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1760101562
ახალი ამბებიბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული
ბაჩო ახალაიას მეუღლე, ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზეა დაბარებული. გამოკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში უკვე თითქმის...
1760100956
საზოგადოებაჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
დღეს, 10 ოქტომბერს, ნაძალადევის რაიონში, გიორგი სააკაძის ქუჩა N75-ის მიმდებარედ, ჯირჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელი, რომელიც ნაძალადევისა და ჩუღურეთის რაიონების ქუჩების ნაწილ...
1760099662
საზოგადოებაკულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მხარი დაუჭირა
პარლამენტის კულტურის კომიტეტმა 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა, რომელიც სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს ძირით...
1760098463
საზოგადოებაპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა -შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა - მოყვანის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წა...