კახა კალაძე: პირობას გაძლევთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თბილისი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის

„ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ინფრასტრუქტურის განვითარების პოლიტიკის პრეზენტაციაზე ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, მუნიციპალიტეტი ყველაფრის გააკეთებს იმისთვის, რომ თბილისი უფრო კომფორტული გახდეს, როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.
„ხედავთ, თუ რამდენი სამუშაოა ჩასატარებელი, თუნდაც მხოლოდ ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, ამის შემდეგ ჩვენი ქალაქი კიდევ უფრო ლამაზი და მოწესრიგებული იქნება, თავისი გამართული ინფრასტრუქტურით. პირობას გაძლევთ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ქალაქი კიდევ უფრო კომფორტული გავხადოთ, პირველ რიგში, ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და კიდევ უფრო მეტი ინტერესი იყოს ტურისტების მხრიდან.
ცხადია, მხოლოდ მუნიციპალიტეტი ამ ყველაფერს ვერ შეძლებს. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს თანადგომისთვის. ყველა პროექტი, რაც მომავალ წლებში უნდა განხორციელდეს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებულია და მათი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ სამუშაოების შესრულება. ასევე, მადლობას ვუხდი ფინანსთა სამინისტროს და ზოგადად ცენტრალურ ხელისუფლებას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
1757172203
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია რადიკალებზე: ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფო ამისთვის მზადაა
„ყველამ უნდა გააცნობიეროს და გაიგოს, რომ როგორც კი ნებისმიერი ქმედება გავა სამართლებრივი ჩარჩოდან, ამას ექნება ადეკვატური რეაგირება. სახელმწიფო ამისთვის მზადაა და ყოველთვის მზად იქნება“, - განაცხადა „...
1757170814
ახალი ამბები„მეუღლის პირადი ინფორმაცია ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან გაავრცელა“ - ერთ პირს ბრალი წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ მეუღლის პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვის და გავრცელების ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლ...
1757169434
სპორტივილი სანიოლი: თურქეთთან წაგება ინდივიდუალური შეცდომების შედეგი იყო და არა ოთხმცველიანი სქემის
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც მან აღნიშნა, ოთხმცველიან სისტემაზე გადასვლა სწორია და თურქეთთან მარცხის მიზეზი ეს არ ყოფილ...
1757166710
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რადიკალურ ჯგუფებზე: ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს
„ქმედება არის ისეთი, რომელსაც უკვე სექტანტური ელფერი დასდევს“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიკალური ჯგუფების მხრიდან მოწყობილ პროვოკაციებზე საუბრისას განაცხადა. მისი თ...
1757164690
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა
გუშინ კვლავ ვიხილეთ „ნაცი“ ტიტუშკების ზიზღი და ძალადობა, კვლავ მოვისმინეთ ადამიანის დეჰუმანიზაციისკენ მიმართული ყიჟინა, თუმცა კვლავ ვერ მოვისმინეთ გერმანიის ელჩისგან ძალადობის დაგმობა, - ამის შესახებ...