კახა კალაძე: ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის, არ უნდა მოვატყუოთ ხალხი
„ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მარტა კოსის განცხადებას.
მისივე თქმით, თავად ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც უდიდესი გამოწვევების წინაშე დგანან, მსოფლიოში შექმნილი დაძაბული მდგომარეობიდან გამომდინარე.
„ჩვენ ვიცით, რეალობა რა არის. ჯერ კიდევ როდის ამბობდნენ იმას, რომ შეუძლებელია, უკრაინა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, საქართველოს მიმართაც იგივე დამოკიდებულება იყო.
ვიღაცები ქმნიდნენ ილუზიას, რომ ხვალ ევროკავშირში მიგვიღებდნენ, მაგრამ ეს ასე არ არის. არ უნდა მოვატყუოთ ხალხი. ევროპა უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას.
ვხედავთ, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ერთმანეთში რა ურთიერთობა აქვთ, როგორი დაძაბულობაა. მოვისმინეთ განცხადებები ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდანაც. ზოგადად, მსოფლიოში დაძაბული სიტუაციაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1772802724
ახალი ამბებიხათუნა თოთლაძე: ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით
ჩვენი მონაცემებით, საქართველოს 170-180 მოქალაქე იმყოფება ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, იმედი გვაქვს, უახლოეს საათებში კონკრეტული გადაწყვეტილება გვექნება შემდეგ სპეციალურ რეისთან დაკავშირებით, - ამის შეს...
1772802607
ახალი ამბებილარი გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7362 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რომლ...
1772801830
საზოგადოებაგივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უმასპინძლა
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოში კატარის სახელმწიფოს ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ალი იუსეფ აბდულრაჰმან ალ-მულასთან გაცნობითი ხასიათი...
1772801600
ახალი ამბებიცოტნე ანანიძე: ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება
„ვიზალიბერალიზაციის თემით მანიპულირება და ხალხის დაშინება ოპოზიციას ბუმერანგივით დაუბრუნდება“, - წერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“, ცოტნე ანანიძე სოციალურ ქ...
1772800658
ახალი ამბებითოთლაძე ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებზე: მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში
„მაქსიმალურად ვთავაზობთ მიმართულებებს, საიდან შეიძლება უსაფრთხოდ დაბრუნდნენ ქვეყანაში“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ, ტაილანდში ჩარჩენილ საქართველოს მ...





























