კახა კალაძე: „რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამა საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა

რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო ძვირად ღირებული მედიკამენტი პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 150 მოქალაქეს დაუფინანსდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, პროგრამა, ყოველ სამ თვეში ერთხელ, „აქტემრას“ მისაღებად საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის გაცემას ითვალისწინებს, რომლის საშუალებით მოქალაქე აფთიაქში მედიკამენტს იღებს.

„რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტის დაფინანსების“ პროგრამის დაწყება საარჩევნო დაპირება იყო და დღეს ეს შესრულებული სიტყვაა. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის რიცხვები, არამედ თითოეული ადამიანია, ვისაც დახმარება სჭირდება.

სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს, მედიკამენტი სრულად, 100%-ით უფინანსდებათ, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს - 80%-ით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოქალაქე, საჭირო მატერიალიზებული ვაუჩერის მისაღებად, შესაბამისი საბუთებით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს მიმართავს.

„თბილისის მერიის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის მქონე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც განცხადებით მიმართვამდე ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის თბილისის მუნიციპალიტეტში არიან რეგისტრირებული.

რევმატოიდული ართრიტი რთული დაავადებაა. ტკივილი, მოძრაობის შეზღუდვა ახლავს თან. როდესაც ადამიანს ეძლევა საშუალება, მიიღოს თანამედროვე მკურნალობა, ეს მხოლოდ ჯანმრთელობა არ არის, ეს ცხოვრების დაბრუნებაა. ადამიანი ისევ ახერხებს მუშაობას, ოჯახზე ზრუნვას.

ჩვენთვის სოციალური პროგრამები არ არის ფორმალური ვალდებულება. ეს არის პასუხისმგებლობა ადამიანების წინაშე, ზრუნვა მათ ღირსებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის აღნიშნული პროგრამა 2025 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778265798

საზოგადოება

კევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა

ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა, - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ ა...

კევინ ჰამილტონი

1778264313

ახალი ამბები

ახალციხეში მომხდარ ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ აწყურში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაც „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. არსებული ცნობით, ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 ადამიანი კი დაშავდა.  და...

პოლიცია პოლიცია

1778263082

მსოფლიო

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს

ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს. ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ად...

ბრიტანეთი

1778261068

მსოფლიო

რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, - განუცხადა მან ჟურ...

რობერტ ფიცო

1778259172

სპორტი

9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში...

კონტაქტური კარატე