ტრამპი: მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი - 9, 10 და 11 მაისს

მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომში გამოცხადდება სამდღიანი ზავი - 9, 10 და 11 მაისს, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

„რუსეთში ეს დღესასწაული გამარჯვების დღეს ეძღვნება, თუმცა, ისევეა უკრაინაშიც, რადგან ისინიც მეორე მსოფლიო ომის დიდი ნაწილი და მნიშვნელოვანი ფაქტორი იყვნენ. ეს ზავი მოიცავს ყოველგვარი კინეტიკური აქტივობის შეჩერებას, ასევე თითოეული ქვეყნიდან 1 000 პატიმრის გაცვლას. ეს თხოვნა უშუალოდ ჩემი მხრიდან გაჟღერდა და მე ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას ამ საკითხზე. იმედია, ეს იქნება ძალიან ხანგრძლივი, მომაკვდინებელი და მძიმე ომის დასასრულის დასაწყისი. მოლაპარაკებები ამ მასშტაბური კონფლიქტის - მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდის - დასასრულებლად გრძელდება და ჩვენ ყოველდღიურად უფრო და უფრო ვუახლოვდებით მიზანს“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778261068

მსოფლიო

რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, - განუცხადა მან ჟურ...

რობერტ ფიცო

1778259172

სპორტი

9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება

9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში...

კონტაქტური კარატე

1778257923

საზოგადოება

შემოსავლების სამსახური: 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას

12 მაისს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 12 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტ...

შემოსავლების სამსახური

1778256926

საზოგადოება

ლიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი - დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი

„მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქ...

ლიზა გეგეჭკორი

1778253149

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებშ...

მარიამ ქვრივიშვილი