ზურაბ ქადაგიძე: ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნაში ბაზარზე არსებული პრობლემები იდენტიფიცირებულია, თუმცა გადაჭრის გზები ბუნდოვანია
ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას გამოეხმაურა პარტია „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე და განმარტა, რატომ არ დაუჭირა მხარი დოკუმენტს პარტია “ხალხის ძალამ”.
მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დასკვნა კარგი ნაშრომია და პრობლემების იდენტიფიცირება სწორად მოხდა, მასში მკაფიოდ არ ჩანს ის მექანიზმები, რომლებიც კონკრეტული პრობლემების გადასაჭრელად უნდა გამოიყენოს სახელმწიფომ.
„მხარი არ დავუჭირეთ ფასების შემსწავლელი კომისიის დასკვნას, პირველ რიგში იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვა მოლოდინი იყო შექმნილი. დასკვნა უდავოდ კარგი ნაშრომია. ჩემი, როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, სუბიექტური მოლოდინი იყო, რომ ამ დასკვნის შემდეგ ჩვენ ვნახავდით კონკრეტულ მექანიზმებს, თუ რა ნაბიჯებს დაგეგმავდა და გადადგამდა სახელმწიფო.
რეკომენდაცია და დასკვნა როდესაც ვნახე, დავინახე, რომ პრობლემის იდენტიფიცირება ძალიან კარგად მოხდა, მაგრამ პრობლემის გადაჭრის გზები არ ჩანს, ან ბუნდოვანი იყო. მე ძალიან მინდა, რომ ამ დასკვნის საფუძველზე ხელისუფლებამ გამონახოს ისეთი მექანიზმები, რომ შემდეგში ამ თემაზე საუბრისას ბოდიში მოვუხადო საზოგადოებას და ვთქვა, რომ მე ვცდებოდი.
პირველი მთავარი პრობლემა, რაც წინა სესიაზეც გავაჟღერე, არის ის, რომ ადგილობრივი მწარმოებლების ხელშეწყობა უნდა ხდებოდეს. ნებსით თუ უნებლიედ ჩამოყალიბდა ისე, რომ თავისუფალი ბაზრის აღქმა გვაქვს და ვხედავთ 5-6 კომპანიას, რომელიც გიგანტია - გვიმტკიცებენ, რომ ფასს არ განსაზღვრავენ ბაზარზე, მაგრამ საბოლოო ჯამში ფასი ყველგან ერთია. ეს კითხვა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთანაც დავსვი.
დასკვნა თავისთავად ძალიან კარგი მოვლენაა, კარგი ნაშრომია, მაგრამ თუ ეს დასკვნა შექმნის იმ ბერკეტს, რომლის საფუძველზეც მიზანს მიაღწევს და მოხდება ფასების კორექტირება, ეს იქნება ძალიან კარგი”, - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.
1778263082
მსოფლიობრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ამ დროისთვის ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს
ბრიტანეთის ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციური პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმა“ ლიდერობს. ყველაზე მეტი ადგილი ინგლისის მასშტაბით განაწილდება, სადაც „რეფორმას“ ამ დროისთვის 955 ადგილი აქვს. მეორე ად...
1778261068
მსოფლიორობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო მიიჩნევს, რომ უკრაინაში კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ უკვე რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასასრულს ვუახლოვდებით“, - განუცხადა მან ჟურ...
1778259172
სპორტი9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
9-10 მაისს ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ევროპირველობაზე 22 ქვეყნის 500-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო კონტაქტურ კარატეში...
1778257923
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას
12 მაისს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 12 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტ...
1778256926
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი - დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი
„მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქ...



























