კევინ ჰამილტონი: ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული - საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა
ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა, - განაცხადა კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ელჩმა კევინ ჰამილტონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
კევინ ჰამილტონმა ისაუბრა, საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, თუ რა შეუძლია ალიანსს უფრო მეტი გააკეთოს ასპირანტი ქვეყნის გასაძლიერებლად.
„ბევრი რამ გვაქვს საქართველოსთვის გაკეთებული ბოლო 30 წელიწადში, რაც გრძელდება. საქართველოსთან გვაქვს ე.წ. ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც მოიცავს ასობით აქტივობას, სადაც მოკავშირეები, ქართველი სამხედროები ერთად მუშაობენ, ჩართული არიან ერთობლივ წვრთნებსა და ვარჯიშებში, ოპერაციებისა და შესაძლებლობების მშენებლობაში. ეს არის ის, რასაც ნატო აკეთებს. ეს სამუშაო გრძელდება. საპასუხოდაც, საქართველომაც ძალიან ბევრი კონტრიბუცია გაიღო ალიანსისთვის, შესაძლოა, ყველაზე მეტი, ვიდრე ნებისმიერმა სხვა პარტნიორმა. ასე რომ, ჩვენ ამ ყველაფრის გაგრძელებას მოველით. საქმე როდესაც ეხება საქართველოსნაირ პარტნიორს, ნატო-სთვის პარტნიორობის დღის წესრიგი არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც თავისთავად გაგრძელდება. ასევე ვეძებთ გზებს, რომელშიც საქართველოს შეეძლება უფრო მეტი წვლილის შეტანა უფრო ფართო, ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში“, - განაცხადა კევინ ჰამილტონმა.
კითხვაზე, - „ალიანსი ემზადება ივლისში ანტალიაში მორიგ სამიტზე შესაკრებად. რაზე იქნება სამიტი ფოკუსირებული და პარტნიორებიდან ვინ იქნებიან მიწვეული? იქნება თუ არა მათ შორის საქართველო?“, - კევინ ჰამილტონმა აღნიშნა, რომ „ეს საკითხი ჯერ არ არის განსაზღვრული“.
„ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან რამდენიმე კვირაში და იმსჯელებენ. სწორედ ამის შემდგომ განისაზღვრება პარტნიორების დღის წესრიგი“, - განაცხადა კევინ ჰამილტონმა.
1778257923
საზოგადოებაშემოსავლების სამსახური: 12 მაისს საბაჟო გამშვები პუნქტები, სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს სასაზღვრო ინსპექციის განყოფილებები და საბაჟო ტრანზიტის სამმართველო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ საქმიანობას
12 მაისს, უქმე დღესთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, 2026 წლის 12 მაისს, საბაჟო გამშვები პუნქტ...
1778256926
საზოგადოებალიზა გეგეჭკორი: თუ ვინმეს ჰქონდა კითხვები, რატომ გახდა საჭირო მამუკა მდინარაძის ახალ პოზიციაზე გადაყვანა, დღეს ყველაფერს გაეცა პასუხი - დავინახეთ ძალოვანი ბლოკის უმაღლეს დონეზე კოორდინაცია, სწრაფი გადაწყვეტილებები და პროცესების სრული კონტროლი
„მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგი იყო ზუსტად ის, რასაც საზოგადოება ელოდა, კონკრეტული, საქმეზე ორიენტირებული და ყოველგვარი სპეკულაციის გამაქარწყლებელი“, - წერს ჟურნალისტი ლიზა გეგეჭკორი სოციალურ ქ...
1778253149
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს, სონატა კოლტერს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებშ...
1778251889
ახალი ამბებიპროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებზე 4 პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარების და შეძენის მცდელობის ფაქტებ...
1778251263
საზოგადოებათამარ იოსელიანი: ერთი წლის განმავლობაში ლონდონში საქართველოს შესახებ ინფორმაციას 17 მილიონზე მეტი ადამიანი გაეცნობა
გაერთიანებული სამეფო ჩვენთვის სტრატეგიულ მიმართულებას წარმოადგენს, შესაბამისად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და აეროპორტების გაერთიანებასთან ერთად აქ...



























