კახა კალაძე საკონსტიტუციო სარჩელზე: ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომლებსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს თუ რა პროცესები მიმდინარეობს, დანარჩენი სასამართლოს გადასაწყვეტია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 5 პოლიტიკური სუბიექტის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ დაგეგმილ საკონსტიტუციო განხილვასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული პარტიები თავიანთი ქმედებებით წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან.

„როდესაც გაქვს პრეტენზია იმისა, რომ იყო პოლიტიკაში და გერქვას პოლიტიკოსი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა ემსახურებოდე შენს ქვეყანას და იღებდე დაკვეთას შენი მოსახლეობისგან.

ჩვენ სამწუხარო რეალობის წინაშე აღმოვჩნდით წლების განმავლობაში. ამ რეალობას ფარდა ჩამოხსნა „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ და აბსოლუტურად გააშიშვლა ის ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ემსახურებოდნენ არა ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, არამედ გარე ძალებს.

ისინი კონკრეტული გადაწყვეტილებებით, განცხადებებით პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდნენ ქართულ სახელმწიფოსთან და არ ემსახურებოდნენ ქართველ ხალხს, ჩვენს ქვეყანას, პირდაპირ იყვნენ მტრულ დამოკიდებულებაში სახელმწიფოსთან. აქედან გამომდინარე, ასეთ პოლიტიკოსებს ან პოლიტიკურ პარტიებს არაფერი ესაქმებათ პოლიტიკაში“, - აღნიშნა კალაძემ.

მისი თქმით, განხილვისას ყველაფერი გამჭვირვალე იქნება.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული არგუმენტები, რომელსაც კიდევ ერთხელ წარვუდგენთ ფართო საზოგადოებას. აქ დახურული და დამალული არაფერი იქნება, ყველაფერი იქნება აბსოლუტურად ღია და საზოგადოება დაინახავს, რა პროცესები მიმდინარეობს, რა არგუმენტები გვაქვს. დანარჩენი უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ასევე, მან ისაუბრა პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პრაქტიკაზე ევროკავშირში უკრაინასა და მოლდოვაში, რასაც, მისი თქმით, მწვავე შეფასებები არ მოჰყოლია.

„ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტია არა მხოლოდ ამ კონკრეტულ საკითხზე, არამედ ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით. თუნდაც ავიღოთ ძალადობრივი აქციები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში, კონკრეტულ ქალაქებში. ასევე, გვახსოვს ის ძალადობრივი აქციები საქართველოში როდესაც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ქვებისა და მოლოტოვის კოქტეილების სროლას ჰქონდა ადგილი. არათუ ამის დაგმობა არ მოვისმინეთ, პირიქით, ახალისებდნენ და ხელს უწყობდნენ ამ ყველაფერს.

მოგისმენიათ რაიმე განცხადება ან კრიტიკული შეფასება იგივე უკრაინასთან მიმართებით, როდესაც, თუ არ ვცდები, 17 თუ 18 პარტია აკრძალეს? მოლდოვაში ორი თუ სამი პარტია აიკრძალა. საუბარია ბოლო წლებზე“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მის თქმით, არავის აქვს უფლება ჩაერიოს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში.

„წლების განმავლობაში, 2012 წლამდე ასე ხდებოდა, რომ თუ გარედან რაღაცას ითხოვდნენ, ეს იყო სრული ჭეშმარიტება და უნდა გვემოქმედა ისე, როგორც გარედან ან რომელიმე კონკრეტული ელჩი განაცხადებდა. არა, ეს ასე ვერ იქნება.

ჩვენ დღეს ძლიერნი ვართ ისე, როგორც არასდროს. ჩვენი სახელმწიფო არის ძლიერი თავისი შესაბამისი ინსტიტუციებით, ყველაფერს განსაზღვრავს მისი აღმატებულება, ქართველი ხალხი და არა გარედან ვიღაც კონკრეტული ადამიანები, კომპანიები თუ დაჯგუფებები.

რა თქმა უნდა, ყველასთან გვინდა მეგობრობა, პარტნიორობა, მაგრამ არა ისე, რომ ჩვენი ქვეყნის ინტერესები იყოს დათმობილი. საქართველოს ინტერესების ხარჯზე არც მეგობრობა იქნება და არც პარტნიორობა. ჩვენ გვინდა ჯანსაღი ურთიერთობები“, - განაცხადა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792407676

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა...

​ვახტანგ ცინცაძე

1792406950

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში

„ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის კ...

გიორგი გაბუნია

1792406108

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვე...

პროკურატურა

1792402224

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში

„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპრო...

შალვა პაპუაშვილი

1792401805

ახალი ამბები

„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია

„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...

გიორგი გაბუნია