განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა დროს, უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის: 125 გრამამდე „ალფა-პვპ”, 150 გრამამდე „კოკაინი”, 111 აბი სახით და 119 შეკვრად დაფასოებული „მეთადონი“, საიდანაც ბრალდებულების ნაწილმა ნარკოტიკული საშუალებები იმერეთის რეგიონში, სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. სამართალდამცველებმა აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „“ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა“, - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792402224

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში

„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპრო...

შალვა პაპუაშვილი

1792401805

ახალი ამბები

„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია

„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...

გიორგი გაბუნია

1792400239

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე რო...

შალვა პაპუაშვილი

1792398186

ახალი ამბები

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის 20 ოქტომბერს საცდელი ტესტირება ჩატარდება

24 და 25 ოქტომბერს დაგეგმილი პროფესიული ტესტირებისათვის რეგისტრირებულ პირებს 20 ოქტომბერს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ საცდელ ტესტირე...

ტესტირება

1792397450

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გა...

დავით მათიკაშვილი