ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები
„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე.
მისი თქმით, ექსპორტი დაახლოებით 20%-ით არის გაზრდილი და 6,1 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, ხოლო ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა 60%-ზე მეტად არის გაზრდილი და 3,7 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, აღნიშნული დადებითი დინამიკა სწორედ იმ მხარდამჭერი მექანიზმებისა და პოლიტიკის შედეგია, რასაც სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების დასახმარებლად ახორციელებს.
„საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ჩვენ გაგვაჩნია ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდის ისეთი მხარდამჭერი მექანიზმები, რომელიც ფაქტობრივად ექსპორტს ასტიმულირებს. მათ შორის საქართველოს მთავრობას გააჩნია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, რომელიც, ასევე, ექსპორტის წამახალისებელია.
საქართველოს მთავრობა აგრძელებს აქტიურ მუშაობას, მათ შორის სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, რომელიც მიმართულია კერძო სექტორის მხარდაჭერისა და ბიზნესსექტორის აქტივობის ზრდისკენ, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს ერთი მხრივ მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ხოლო მეორე მხრივ ქვეყანაში ქმნის დამატებით ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
2026 წლის სექტემბერში ექსპორტი 4.0%-ით გაიზარდა და სექტემბრის თვის რეკორდული მოცულობა 731.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გამოკლებით) წინა წლის სექტემბერთან შედარებით 41.0%-ით გაიზარდა და თვიურ ჭრილში რეკორდულ მოცულობას, 470.7 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
ასევე, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპორტი 19.6%-ით გაიზარდა და ასევე რეკორდული მოცულობა 6,153.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. ადგილობრივი ექსპორტი 60.3%-ით გაიზარდა და რეკორდულ მოცულობას 3,756.5 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა.
1792397450
ახალი ამბებიდავით მათიკაშვილი ევრობიუროკრატებზე: როგორც კი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული პარტიების აკრძალვაზე წარედგინა სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს, ამხედრდნენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, როგორც კი საქართველოში, თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპიდან გამომდინარე, ანტიკონსტიტუციური და აგენტურით გა...
1792395005
ახალი ამბებიზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნებისთვის“ იმის დაბრალების მაგალითები, რასაც თავად „დიფ სთეითი“ ევროპაში აკეთებს, ჩვენს რეალობაში უხვად მოიძებნება
„თუკი პროპაგანდისტული გზავნილების მიღმა დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც საკუთარი ქონება რუსეთში ბიზნესსაქმიანობით დააგროვა, ქვეყანა ათწლეულების წინ დატოვა, საკუთარი კაპიტალ...
1792394002
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში ჩაწერა, რომ ბრიუსელის მმართველი კლასი ევროკავშირს ცივილიზაციური უფსკრულისკენ მიაქანებს, ვიმედოვნებთ, ევროპელი ხალხი არ მისცემს ბრიუსელს ამის შესაძლებლობას
„ჩვენს ქვეყანაში როდესაც „დიფ სთეითის“ მორჩილებაში მყოფი ბრიუსელისა და ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების მხრიდან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ძალადობრივი დემონსტრაციები ვიხილეთ, ისინი ამას „დემოკრატიად...
1792392837
ახალი ამბები21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...
1792391918
ახალი ამბებისაგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...































