კახა კალაძე საფრანგეთში მიმდინარე აქციებზე: დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ
თბილისის მერი კახა კალაძე საფრანგეთში განვითარებულ მოვლენებსა და ევროპული სტრუქტურების მხრიდან ძალადობის შეფასებას ორმაგ სტანდარტად აფასებს.
დედაქალაქის მერის განცხადებით, ის ძალადობრივი პროცესები, რომელთა წახალისება და დაფინანსებაც საქართველოში გარედან ხდებოდა, დღეს თავად ევროპულ ქვეყნებში განვითარდა.
„ის პროცესები, რაც საქართველოში ბოლო წლების განმავლობაში ხდებოდა - ძალადობრივი ორგანიზაციების შექმნა, პირდაპირ დაფინანსება, სიტყვიერი თუ „მესიჯებით“ წახალისება, როდესაც გამოდიან სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ჩამოდიან სხვადასხვა ევროპული ქვეყნების პრემიერ-მინისტრები, პირდაპირ ძალადობრივ აქციებზე მიდიოდნენ და იქ გამოდიოდნენ, ამხნევებდნენ ამ ძალადობრივ ჯგუფებს, დაგმობაზე საერთოდ ხომ საუბარი ზედმეტია. ეს არის სრული კატასტროფა. ის უბედურება, რაც საქართველოში მოაწყვეს, შემთხვევითი პროცესები არ იყო. მათი დაფინანსებით ხდებოდა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გაშიშვლებულები არიან.
ყველამ ყველაფერი იცის, საზოგადოება მაქვს მხედველობაში, თუ ვინ, როგორ მოქმედებდა საქართველოსთან მიმართებით. დღეს იმ უბედურებას, რაც საქართველოში მოაწყვეს, საკუთარ ქვეყანაში ხედავენ. ხედავთ, რა პროცესები მიდის. რა თქმა უნდა, ძალადობა მიუღებელია. წარმოუდგენელია, ისეთი ძალადობა, რასაც ვხედავთ კადრებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, ნათლად ჩანს ორმაგი სტანდარტი, როდესაც ევროპულ ქალაქებში დემონსტრანტების ძალადობა მკაცრად გმობენ, ხოლო საქართველოში მსგავს ფაქტებს ახალისებდნენ.
1792406950
ახალი ამბებიგიორგი გაბუნია: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში
„ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის კ...
1792406108
ახალი ამბებიდიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვე...
1792402224
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში
„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპრო...
1792401805
ახალი ამბები„რადიკალებს ხალხმა განაჩენი დიდი ხანია, გამოუტანა, დარჩენილია სამართლებრივი გადაწყვეტილება“ - გიორგი გაბუნია
„მოლოდინი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე გადაწყვეტილება მალე იქნება მიღებული, რადიკალური ძალა პროცესში მონაწილეობას თუ არ მიიღებს, გადაწყვეტილება კიდევ უფრო ადრე იქნება და პროცესი ბოლოში გავა“, – ა...
1792400239
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კონსტიტუციის მტრების ადგილი დემოკრატიულ პარტიულ ლანდშაფტში არ არის. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს, ისევე რო...































