შალვა პაპუაშვილი ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტზე: შესძლებიათ თურმე ძალადობის დაგმობა, დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში

„სწორედ ამისკენ მოვუწოდებდით ჩვენ, მეც პირადად, ევროკავშირს, ევროკავშირის ელჩს, რომ დაეგმო ძალადობა. შესძლებიათ თურმე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ალბანეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ევროკომისიის შეფასებაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის რაც ალბანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის განცხადებაში წერია, საქართველოს უნდა მოესმინა 2019 წლის 20 ივნისს, 2020 წელს არჩევნების შემდეგ, 2021 წლის მარტში და ასე შემდეგ.

„ეს განცხადება უნდა მოგვესმინა 2021 წლის მარტში, როდესაც „ნაცმოძრაობა“ და ნიკა მელია გამაგრდნენ „ალამუთის ციხეში“ [პარტიის ოფისში] და მაშინ ვნახეთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები მიდიოდნენ მასთან და ახალისებდნენ ძალადობას. ვერ მოვისმინეთ, 2022 წლის ივნისში, როცა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „ენჯეოები“ ხელისუფლების დამხობას ცდილობდნენ პარლამენტის წინ. ვერ მოვისმენთ 2023 წლის მარტში, როდესაც თვალხატულა ლაზარე გრიგორიადისი მოლოტოვის კოქტეილით წვავდა პოლიციელს.

ვერ მოვისმინეთ 2024 წლის მაისში, როდესაც გამჭვირვალობის კანონის მიღების დროს ძალადობა, მოლოტოვის კოქტეილები ვიხილეთ რუსთაველის ქუჩაზე. ვერ მოვისმინეთ 2024 წლის ნოემბერში არჩევნების შემდეგ, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები, სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტის წევრები იდგნენ აქ და მაიდნისკენ მოუწოდებდნენ ხალხს და ვერ მოვისმინეთ 2025 წლის წლის 4 ოქტომბერს, როდესაც ევროკომისიის პრესსპიკერის წაქეზებული ბრბო შეეცადა პრეზიდენტის სასახლის დაკავებას. ევროკავშირს ამდენი შესაძლებლობა ჰქონდა დაეგმო საქართველოში ძალადობრივი აქციები და ვერც ერთხელ ვერ მოვისმინეთ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

სპიკერის თქმით, ახლა მთავარი კითხვაა - „რატომ?“.

„იმიტომ, რომ თავად ეს ჯგუფები, ბრიუსელი და მისი საცეცები იდგნენ ამ ძალადობის უკან. მათი დაფინანსებული ადამიანები იყვნენ 2019 წლის 20 ივნისიდან მოყოლებული დღემდე და არიან მოძალადეები. ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, ვინც ცდილობდნენ პრეზიდენტისა და პარლამენტის სასახლის დაწვას, შტურმით აღებას და ევროკავშირის დაფინანსებული ადამიანები არიან, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილებს“ და ქვებს ისვრიან პოლიციელების მიმართ. ეს არის სიმართლე და ამას უნდა ჩახედონ თვალებში“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი სრულად ევროკავშირისა და მისი ელჩის სინდისზეა.

„სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში აქეზებდნენ და აფინანსებდნენ ამ ძალადობას, ჯერ ბარიკადებზე აიყვანეს ეს ბრბო და შემდეგ ტოვებს ციხეში იმიტომ, რომ საქართველოზე თავდასხმის საშუალება ჰქონდეთ ამ რიტორიკით. იმიტომ, რომ დათესეს ქარი საქართველოში, მიიღეს ქარიშხალი ევროკავშირის სხვადასხვა ქალაქში“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიაში აცხადებენ, რომ ალბანეთში საპროტესტო აქციების დროს ძალადობას გმობენ. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ აქციების დროს ძალადობა, მათ შორის ცეცხლის წაკიდების ფაქტები, სახელმწიფო დაწესებულებებზე თავდასხმები და საჯარო თუ კერძო საკუთრების განადგურება შემაშფოთებელია.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792392837

ახალი ამბები

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება

21 ოქტომბრიდან ქვეყნის მასშტაბით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება. აცრა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი. იმუნიზაციის სახელმწიფო პრ...

ვაქცინაცია საბერძნეთში

1792391918

ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხ...

საგამოძიებო სამსახურმა

1792391327

ახალი ამბები

იმერეთის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის...

ნარკოტიკული საშუალება

1792390681

ახალი ამბები

გია ვოლსკი: ოპონენტების მხრიდან გვესმის მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ უქმდება ოპოზიციური პარტიები საქართველოში, არც ერთ შეკითხვაზე, რომელიც დავსვით, არ არის პასუხი გაცემული

5 ოპოზიციური სუბიექტის აკრძალვის საკითხზე 7 მოსამართლე ოთხშაბათიდან 3 დღის განმავლობაში იმსჯელებს. ვრცელი მტკიცებულებებით ჩადის მოსარჩელე მხარე ბათუმში, თუმცა რა სამართლებრივი არგუმენტებით დაიცავს საკ...

გია ვოლსკი

1792387882

ახალი ამბები

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება

დევნილთა ფულადი კომპენსაციით დაკმაყოფილების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დღეიდან იწყება და 2 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება. დევნილ ოჯახებს განაცხადის წარდგენა ქვეყნის მასშტაბით, იუსტიციის სა...

 დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო