კახა კალაძე: საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის და ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება“ ახორციელებს

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური თვალსაზრისით პოზიტიური ტენდენციაა, ქვეყანა წინ მიდის, ამის შესაძლებლობა კი შექმნა იმ პოლიტიკამ, რომელსაც მმართველი გუნდი ახორციელებს. ამის შესახებ მერმა ჟურნალისტებს იმ კითხვის პასუხად განუცხადა, რომლის თანახმად, საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ადგილობრივი ექსპორტი 60.3 პროცენტით გაიზარდა.

„ზოგადად, ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ძალიან პოზიტიური ტენდენცია გვაქვს. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა იზრდება, ადგილობრივი ბიზნესი წინ მიდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. არ იფიქროთ, რომ ეს შემთხვევითია. იმას, თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ, რა ხდება ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და ზოგადად, მსოფლიოში, თუ როგორი რთული, დაძაბული პოლიტიკური ვითარებაა, ყველა კარგად ხედავთ. ის, რომ დღეს საქართველო ვითარდება, ეკონომიკურად წინ მიდის, ამის შესაძლებლობა მოგვცა იმ პოლიტიკამ, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ ახორციელებს. მიუხედავად უამრავი შეურაცხყოფისა, არასამართლიანი დამოკიდებულებისა, მუქარებისა, ცილისწამებისა, ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული პოზიცია - ჩვენ გვინდა მშვიდობის შენარჩუნება, რასაც მოჰყვება თანამდევი პროცესები. საბოლოო ჯამში, ყველაფერი აისახება ეკონომიკაზე. ეკონომიკურ განვითარებას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, რათა ჩვენი ქვეყნის თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს კეთილდღეობა საკუთარ თავზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1792410965

ახალი ამბები

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე 5 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა....

პროკურატურა

1792409888

ახალი ამბები

რატი იონათამიშვილი: სასამართლო დარბაზი სუბიექტური შეფასების ადგილი არ არის, სამართლებრივ პროცესში გამოყენებული უნდა იყოს არგუმენტები

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველა პატიმარს აქვს სამართლიანი სასამართლოს უფლებაც და შესაძლებლობაც. იონ...

 რატი იონათამიშვილი

1792407676

ახალი ამბები

ვახტანგ ცინცაძე: საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები

„საგარეო ვაჭრობის მიმართულებით პოზიტიური ტენდენციები გრძელდება და 9 თვის მაჩვენებლებით რეკორდულია როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლები“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითა...

​ვახტანგ ცინცაძე

1792406950

ახალი ამბები

გიორგი გაბუნია: ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში, მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში

„ეს არის შედეგი იმ გაუაზრებელი უუნარო პოლიტიკისა, რომელსაც აწარმოებდა ევროპა ბოლო წლების განმავლობაში. მათ შორის დემოგრაფიული პოლიტიკისა, რომელიც ხორციელდებოდა ევროკავშირში“, - განაცხადა პარლამენტის კ...

გიორგი გაბუნია

1792406108

ახალი ამბები

დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დიდი ოდენობით თაღლითობის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტებზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეს სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვე...

პროკურატურა