შალვა პაპუაშვილი: 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 „სასოწარკვეთილი ნაცი“ პარლამენტში

„პარლამენტში 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“, ვნახოთ, რას გააკეთებენ“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, მათ საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღე“.

„მანდატების შეწყვეტას რაც შეეხება, 49 „ნაცს“ შეუწყდა მანდატი, დარჩა 12 სასოწარკვეთილი „ნაცი“ პარლამენტში, ვნახოთ, ისინი რას გააკეთებენ. ზუსტად ის არის, რაც, საბოლოო ჯამში, საკუთარი მოღალატეობრივი პოზიციიდან გამომდინარე მიიღეს. ვამბობდით, რომ ერთ მდინარეში მეორეჯერ არავინ შედის, ამათ გადაწყვიტეს, მეორეჯერ შესულიყვნენ იგივე მდინარეში და ნახეთ, რაც დაემართათ საკუთარი ქცევით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, გიორგი გახარიას პარტიას პარლამენტისთვის განცხადებით რომ არ მოუმართავს, რას უკავშირებთ? შალვა პაპუაშვილი პასუხობს, „ვერ გეტყვით, ეს არ არის ჩვენი ინტერესის სფერო“.

„ერთადერთი, რაც შემაწუხებელია, რომ 12 „ნაცი“ კვლავ დარჩა პარლამენტში, ამიტომ თუ გადაწყვეტენ, რომ დატოვონ პარლამენტი, რა თქმა უნდა, მივესალმებით ყველანაირად. გახარია „ნაცს“ ვის ეძახის? სადაც „ქართულ ოცნებას“ უწოდა „ნაცი“, იქ სტაჟიანმა „ნაცებმა“ რომ მოსთხოვეს, აიღო ის ბანერი. ერთი ჩვეულებრივი დაჯგუფებაა, ჩანს უკვე, ამ დაჯგუფების ნაწილია“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1738833615

ახალი ამბები

კახა კალაძე „შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე: ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს პროტესტი ძალადობრივი ქმედებების გარეშე

„არ დავუშვებთ, რომ რამდენიმე კაცის მიერ მოძრაობის შეზღუდვა მოხდეს, რომ მათ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული და ამით უამრავ ადამიანს პრობლემა შეუქმნან“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან „...

კახა კალაძე

1738832628

ახალი ამბები

ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძეს: პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამსახურებული დანიშვნა მეტყველებს თქვენს ძლიერ ლიდერობაზე ქვეყანაში

„საქართველო არის ყაზახეთის მეგობარი ქვეყანა, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდის შეფასების შესაძლებლობა, რაც, რა თქმა უნდა, სარგებელს მოუტანს ჩვენს ორმხრივ თანამშრომლობას“, - ამის შესახებ ყაზახეთის პრეზიდენ...

ყაზახეთის პრეზიდენტი ირაკლი კობახიძე

1738830658

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან, საქართველოსა და ყაზახეთის რესპუბლიკას შორის არსებული მრავალგანზომოლებიანი პარტნიორობის საკითხებზე, - ამის შესახებ პრემ...

ირაკლი კობახიძე

1738828063

მსოფლიო

არგენტინა ტრანსგენდერი ბავშვებისთვის ჰორმონალურ თერაპიას კრძალავს

არგენტინაში არასრულწლოვანთა სქესის შეცვლა და ოპერაცია აიკრძალება. შესაბამისი გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტმა ხავიერ მილეიმ მიიღო. აღნიშნულის შესახებ Reuters-ი იტყობინება. არგენტინის პრეზიდენტის...

ტრანსგენდერი

1738826675

ახალი ამბები

14 წლის გოგოს მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე 40 წლის კაცი დააკავეს

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 40 წლის მამაკაცი დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ინტერნეტსივრ...

დაკავება