კახა კალაძე: შემოაგდეს თემა, თითქოს, ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ - 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი, არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში და ეს გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე
გუშინ, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, კერძოდ, „ტვ პირველმა“, მაყურებელს მორიგი სიცრუე, ფეიკ-ნიუსი შესთავაზა. კერძოდ, „ტვ პირველი“, მთელი დღის მანძილზე, ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს, თბილისის მერიამ, აფრიკის დასახლებაში მშენებარე ეკლესიას ბულდოზერებით გადაუარა, დაანგრია და გაანადგურა, - ამის შესახებ ქალაქ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციურმა ტელეკომპანიამ „შემოაგდო თემა“, თითქოს, მერიამ, 14 წლის მანძილზე მშენებარე ეკლესია დაანგრია, მერიის მიერ გაკეთებული განცხადება კი არ გააშუქა.
კალაძის განმარტებით, საპატრიარქოსა და თბილისის მერიას შორის ყოველთვის არის კომუნიკაცია, როდესაც ეკლესიის მშენებლობა იგეგმება.
„შემოაგდეს თემა, თითქოს, ჩვენ მშენებარე ეკლესია დავანგრიეთ, თითქოს, 14 წელი მიმდინარეობდა აღნიშნულის სამშენებლო სამუშაოები. თბილისის მერიამ, რა თქმა უნდა, გააკეთა განცხადება ამ თემაზე, სადაც, თანდართული იყო ე.წ. ეკლესიის ფოტომასალა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს იყო სიცრუე, არანაირი ეკლესიის მშენებლობა არ მიმდინარეობდა.
გულწრფელად ვიტყვი, როდესაც ხდება ეკლესიის მშენებლობა - 2017 წლიდან ვარ ქალაქის მერი, მე არ მახსოვს შემთხვევა, რომ საპატრიარქოს არ ჩავეყენებინეთ საქმის კურსში, ან არ ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.
რაც შეეხება განცხადებას და ამ განცხადების გაშუქებას, ცხადია, „ტვ პირველმა“ არ ჩათავალა მიზანშეწონილად, რადგან მერე მათი სიცრუე ჩაიკარგებოდა და რაში აწყობდათ სიმართლე. მინდა, კიდევ ერთხელ, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის მორიგი სიცრუე და დეზინფორმაცია“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
მან ასევე წარმოადგინა იმ ნაგებობის ფოტომასალა, რომელიც, კონკრეტული ტელეკომპანიის მტკიცებით, წარმოადგენდა 14 წლის მანძილზე მშენებარე საეკლესიო ნაგებობას და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიაზე მშენებლობა სულ რამდენიმე თვის წინ დაიწყო.
დედაქალაქის მერმა, ასევე, გამოხატა მზაობა, რომ თუ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, მერია ყველანაირად შეუწყობს ხელს მის აშენებას.
„როგორ შეიძლება ზოგადად შევეწინააღმდეგოთ ეკლესიის მშენებლობას? არ ყოფილა შემთხვევა, რომ როდესაც ტაძრის მშენებლობა იგეგმება თბილისში, მერიასთან კომუნიკაციის გარეშე მომხდარიყოს. საპატრიარქო ყოველთვის გვაყენებს საქმის კურსში, რომ ხდება სამშენებლო სამუშაოების წარმოება, იწყება ტაძრის მშენებლობა და ა.შ. თუ იმ კონკრეტული დასახლებისთვის აუცილებელია ტაძარი, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ პროექტის დამტკიცებას, განხორციელებას და ა.შ., თუმცა, ამ ნაგებობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ გაჩნდა ამ ტერიტორიაზე, არანაირი კავშირი არ აქვს ეკლესიასთან და ეკლესიის მშენებლობასთან“, - განაცხადა კახა კალაძემ.
1775502572
მსოფლიოტრამპი ნატოზე: ჩვენ გრენლანდია გვინდა, მათ მისი მოცემა არ სურთ, მე კი ვუთხარი - ნახვამდის
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს შორის მზარდი უთანხმოება მაშინ დაიწყო, როდესაც მან პირველად წამოაყენა გრენლანდიის შეძენის იდეა. „თუ სიმართლე გაინტერესებთ, ყველაფერი გრ...
1775500803
ახალი ამბები🎥 ისტორიული რეკორდი - ასტრონავტებმა დედამიწიდან 252,752 მილი იფრინეს
NASA-ს Artemis II-ის ასტრონავტებმა ახალი, ისტორიული რეკორდი დაამყარეს - მათ დედამიწიდან 252,752 მილი (დაახლოებით, 406,700 კმ.) იფრინეს. ინფორმაციას BBC NASA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ასტრონავტებმა წინა...
1775499762
საზოგადოებასოზარ სუბარი: საქართველოში მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია ევროპისა და ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს გავლით ხორციელდება და მომავალშიც უნდა განხორციელდეს სერიოზული პროექტები
საქართველოს გეოპოლიტიკურ როლსა და რეგიონულ მნიშვნელობაზე ისაუბრა მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა. „ევროპისა და შეერთებული შტატების ინტერესში შედის...
1775499605
სოციალური მედიაილჰამ ალიევი ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი „ქართული ოცნების“ დამფუძნებელთან და საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „6 აპრილს, თბილისში, საქართველოს მმ...
1775496205
მსოფლიოტრამპი აცხადებს, რომ ირანელ ხალხს ბომბების ხმის გაგონება სურს, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სამხედრო მოქმედებები, საბოლოო ჯამში, ირანელ ხალხს ეხმარება, რადგან „მათ სურთ ბომბების ხმის გაგონება, რადგან სურთ იყვნენ თავისუფალნი“. ტრამპმა დასძინა,...





























