კახა კალაძე – ვფიქრობ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია 21 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე უბანი, რომელიც დედაქალაქის ურბანულ ცხოვრებას სულ სხვა მასშტაბს შესძენს
დედაქალაქში, „არქი გრანდ ავენიუზე“ ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონისა“ და „ვინდჰემის“ რეზიდენციების მშენებლობა იწყება. პროექტის ახალი ეტაპის პრეზენტაციას თბილისის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად დაესწრო და მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.
დედაქალაქის მერმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ „არქი გრანდ ავენიუ“ 21 ჰექტარზე გაშენდება, რაც თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია.
„თბილისი უძველესი ქალაქია, რომლის ისტორიის ნაწილიც არის უბანი, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, თბილისის მომავალი კი გარკვეულწილად, დამოკიდებულია სწორედ ამგვარ პროექტებზე, როგორიც არის „არქი გრანდ ავენიუ“ – ახალი ცენტრი თბილისის გულში. ვფიქრობ, თბილისისთვის მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისია 21 ჰექტარზე გაშენებული თანამედროვე უბანი, რომელიც დედაქალაქის ურბანულ ცხოვრებას სულ სხვა მასშტაბს შესძენს. „არქი გრანდ ავენიუს“ პროექტი ითვალისწინებს არა მხოლოდ საცხოვრებელ უბანს, არამედ თანამედროვე ცხოვრების წესის დანერგვას, ახალ შესაძლებლობებს და ერთიან სივრცეს ადამიანებისთვის, სადაც ცხოვრება, სწავლა, მუშაობა, სპორტი, გართობა და დასვენება თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო არქიტექტორებისა და ექსპერტების გამოცდილებაზე დაყრდნობით და ორი მილიარდი ლარის ინვესტიციით, შეიქმნება სივრცე, რომელიც თანამედროვე ქალაქის თითქმის ყველა ფუნქციას გააერთიანებს.
„რაც განსაკუთრებით მახარებს, ტერიტორიის 75 პროცენტი გამწვანებასა და რეკრეაციას დაეთმობა – პარკებს, სასეირნო სივრცეებსა და ველობილიკებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სულ მალე აქ აშენდება თბილისში ყველაზე მასშტაბური სპორტდარბაზი, პადელის ცენტრი, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნები, დასვენებისა და განტვირთვისთვის კი ღია და დახურული აუზები და სპა. სწორედ ასეთ პროექტებს შეუძლია, შეცვალოს ქალაქის განვითარების რიტმი და მომავალში თბილისელების საყვარელ ადგილად იქცეს. იმედი მაქვს, რომ პროექტი, რომელიც დღეს იწყება, წარმატებული იქნება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა და „არქი ჯგუფის“ დამფუძნებელ ილია წულაიას ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა.
1791473630
მსოფლიოვლადიმერ პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომაზე დასასწრებად ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქმენეთში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი თურქმენეთში დსთ-ს ლიდერთა საბჭოს სხდომას...
1791471649
ახალი ამბებიპაატა სალიამ თურქ კოლეგასთან სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები განიხილა იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ თურქ კოლეგასთან შეხვედრაზე. აკინ გურლეკთან შეხვედრა სამართლის საერთაშორისო სამიტის...
1791470677
საზოგადოებამარიამ ქვრივიშვილი: TUMO-ს სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთის რეგიონისთვის
„ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა - ოფიციალურად გავხსენით TUMO-ს სასწავლო ცენტრი, რომელსაც ძალიან დიდი ღირებულებების მოტანა შეუძლია ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ზოგადად იმერეთ...
1791469309
საზოგადოებააკაკი ალადაშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: თუ იქნება სამართლიანი, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული მიდგომა, დადებითი ტენდენციებიც გვექნება ურთიერთობაში
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი „დღის ქრონიკაში“ საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს გამოეხმაურა. დეპუტატის განცხადებით, ქართული მხარე...
1791468879
ახალი ამბებიმარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თუმო ქუთაისის ცენტრი ოფიციალურად გახსნა. მარიამ ქვრივიშვილი ცენტრში სასწავლო პრ...



























