კახეთის პოლიციამ ადევნებისა და მუქარის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1964 წელს დაბადებული გ.გ. ადევნებისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი დაზარალებულ ქალს სისტემატურად, უკანონოდ უთვალთვალებდა და მასთან არასასურველ კომუნიკაციას ამყარებდა. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

სამართალდამცველებმა კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გ.გ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა და 151-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1771741004

მსოფლიო

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება

დღეს იტალიაში ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, სა...

ზამთრის ოლიმპიური თამაშები

1771740518

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰა...

გაზაფხულის ამინდი

1771706974

სპორტი

პიზის მსოფლიოს თასზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, გვანცა ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფინალი ნინა თიბილაშვილმა პოლონე...

ნინა თიბილაშვილმა

1771705309

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის ს...

ხსოვნა, გარდაცვალება

1771704166

საზოგადოება

პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. ეს იყო ოპონენტების სურვილი, ჩაეკეტათ დისკუსია, რათა მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატების“ შემდეგ დებატების ფორმატსა და ამ ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვან...

შალვა პაპუაშვილ