საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები მილანის ოლიმპიურ სოფელში ქართველ ოლიმპიელებს, მწვრთნელებსა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს შეხვდნენ

მილანის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელები იმყოფებოდნენ. სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი ქართველ ოლიმპიელებს, მწვრთნელებსა და ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელს მარიამ გიორგობიანს შეხვდნენ.

ლერი ხაბელოვმა სპორტსმენებს მილანი-კორტინას ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ისტორიული შედეგი მიულოცა და აღნიშნა, რომ მათ საქართველო ღირსეულად წარმოადგინეს.

დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს ოლიმპიურ სოფელში მოწყობილი მემორიალი და პატივი მიაგეს 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიადაზე ტრაგიკულად დაღუპული ქართველი მოციგავის, ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნას.

საქართველომ ოლიმპიურ თამაშებზე, რომელიც ოფიციალურად დღეს დაიხურება ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა, რომელიც ფიგურული მოციგურავეების - ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას საკუთრებაა.

მასალის გამოყენების პირობები





სხვა სიახლეები

1771741801

ახალი ამბები

ანსამბლი „აფხაზეთი“ პალერმოში კონცერტს გამართავს

დღეს, 22 თებერვალს ქალაქ პალერმოში, „Don Bosco Ranchibile“-ის საკონცერტო დარბაზში, აფხაზეთის სიმღერის და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“ საზეიმო პროგრამით წარდგება. კულტურულ ღონისძიებ...

ანსამბლი „აფხაზეთი“

1771741004

მსოფლიო

ზამთრის ოლიმპიური თამაშები დღეს დაიხურება

დღეს იტალიაში ზამთრის 25 ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონია გაიმართება. ღონისძიება თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. თამაშებზე მედლების არაოფიციალური ჩათვლის ლიდერი ნორვეგიის ნაკრები გახდა, სა...

ზამთრის ოლიმპიური თამაშები

1771740518

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 თებერვალს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +16 და ღამით +6 გრადუსია მოსალოდნელი. ნალექს ოზურგეთშიც ელოდებიან, დღისით +16 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმში დღისით ჰა...

გაზაფხულის ამინდი

1771706974

სპორტი

პიზის მსოფლიოს თასზე ნინა თიბილაშვილმა ვერცხლი, გვანცა ზადიშვილმა კი ბრინჯაო მოიპოვა

იტალიის ქალაქ პიზაში პარაფარიკაობის მსოფლიოს თასი მიმდინარეობს. ხმლით ფარიკაობაში, ნინა თიბილაშვილი ტურნირის ვიცე-ჩემპიონი, გვანცა ზადიშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ფინალი ნინა თიბილაშვილმა პოლონე...

ნინა თიბილაშვილმა

1771705309

საზოგადოება

მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. ყველიერის შვიდეულის ბოლო კვირა დღე ერთადერთია მთელი წლის განმავლობაში, რომელსაც განსაკუთრებული სინანულითა და სულიერი განწმენდის ს...

ხსოვნა, გარდაცვალება