პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. ეს იყო ოპონენტების სურვილი, ჩაეკეტათ დისკუსია, რათა მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერი - დებატების“ შემდეგ დებატების ფორმატსა და ამ ფორმატის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, საზოგადოებას მიეცეს შესაძლებლობა, თავად გამოიტანოს დასკვნები არგუმენტების მოსმენით. სწორედ ეს იყო ჩვენი ოპონენტების სურვილი, რომ ჩაეკეტათ ყოველგვარი დისკუსია და დებატი, რათა ცალმხრივად მოექციათ საკუთარი საინფორმაციო შტურმის ქვეშ საკუთარი მომხრეები, რომ არ გაეგოთ ალტერნატიული აზრი. დებატების სიძლიერე სწორედ ეს არის, რომ მიიტანოს ალტერნატიული აზრები მოქალაქეებამდე და შემდეგ ისინი თავად გამოიტანენ თავის დასკვნებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ კონკრეტულად დღევანდელი დებატებიც შეაფასა.
„სამწუხაროდ, დღეს რაც ოპონენტებისგან იყო, ეს არის მართლაც ის, რომ ადამიანი რიყეზე გავა და ქვას ვერ დაინახავს - ან ვერ ხედავს ან თავს იბრმავებს ამ შემთხვევაში. საუბრობენ ისე, თითქოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში ისევ ძველი ხელისუფლება იყოს, თითქოს, ახალ ადმინისტრაციას არ დაეხუროს USAID-ი, არ ეღიარებინოს, რომ ამერიკული ფული იხარჯებოდა სხვა ქვეყნებში სხვადასხვა დაპირისპირების შესატანად, არარსებული იდეოლოგიების თავზე მოსახვევად. არ იმჩნევენ იმას, რომ დღეს უკვე ევროკავშირი, ევროსაბჭო, სხვადასხვა ქვეყანა მსჯელობენ და იღებენ კანონებს უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.
[ოპონენტები] დღესაც იგივე არგუმენტებით არიან, რაც ჰქონდათ 3 წლის წინ - რომ „არა, ყველაფერი გამჭვირვალეა, არანაირი პრობლემა არ არის“ მაშინ, როდესაც ვნახეთ „მოლოტოვის კოქტეილების“ კამპანიის დაფინანსება უცხოური თანხებით, პარტიების შემოვლითი დაფინანსება, ესტონეთში სხვადასხვა ორგანიზაციის რეგისტრაციის ყალბი სქემები. ეს ყველაფერი ფაქტებია, მაგრამ როგორც ჩანს, ფაქტების შემჩნევაც ზოგიერთს არ უნდა ვინაიდან უნდა აღიაროს, რომ ეს პერიოდი მათი არგუმენტები აბსოლუტურ სიყალბეზე იყო დაფუძნებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
1771698936
საზოგადოებალევან მახაშვილი: ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ
„პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრინციპი, ამ პრინციპზე თანხმდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, რომ ვინც პოლიტიკაში ერევა, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას...
1771697316
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს
არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „რაც შეეხება...
1771697083
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“...
1771696858
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს
მე მას [ევროკავშირის ელჩს] ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკა...
1771695491
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს
საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გად...



























