შალვა პაპუაშვილი ოპონენტებს: კარგი, თქვენ ვერ ხედავთ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა
კარგით, თქვენ ვერ ხედავთ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, უცხოური ჩარევა, უცხოური ფული უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე საზოგადოება თვითონ დაინახავს რაც არის.
„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, ხართ პოზიციაში, ადამიანი რიყეზე რომ გავა და ქვას ვერ დაინახავს. მართლაც, თითქოს სამყაროში რა ხდება, ამას ვერ ხვდებით.
კიდევ ერთხელ, არ არის ეს 2023 წელი, როდესაც ჩვენ ვამტკიცებთ რაღაცას უცხოურ დაფინანსებაზე. ეს არის 2026 წელი, გამოვიარეთ 2025 წელი, როდესაც დაიხურა USAID-ი. გახსოვთ ხომ ის კადრები, როგორ დემონსტრაციულად მოხსნეს წარწერა მისი მთავარი ოფისიდან. მთელი ბრალდება, რომელიც დღემდე გრძელდება თუ როგორ იხარჯებოდა უცხოური ფული სხვადასხვა ქვეყანაში. მათ შორის, საქართველოც იყო მოხსენიებული, იმისთვის, რომ შუღლი, დაპირისპირება და პოლიტიკური გავლენა მოეპოვებინა.
კიდევ ერთხელ, „დემოკრატიის ფარი“, კარგით, თქვენ ვერ ხედავთ ამ რიყეზე ქვებს, მაგრამ ევროკავშირი ხედავს, მათ შორის, რომელმაც „დემოკრატიის ფარი“ აღმართა და დასაბუთება და განმარტებები რაც არის ამ „დემოკრატიის ფარში“, თუ რატომ არის უცხოური გავლენის, ჩარევის წინააღმდეგ საჭირო, წაგიკითხავთ: უცხოური ჩარევა წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას იმ უნივერსალური ღირებულებებისა და პრინციპებისა, რომელზეც ევროკავშირი დგას. ასეთ ქმედებებს შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები, ზემოქმედებს მათ საარჩევნო ქცევაზე, ამძაფრებს გამყოფ დებატებს, იწვევს პოლარიზაციას, იყენებს საზოგადოების სისუსტეს და ა.შ.
აი, ეს არის უცხოური ჩარევა და ამის აწონ-დაწონა კი არ არის საჭირო, კარგი ჩარევა და ცუდი ჩარევა, ასე ვთქვათ, არამედ უცხოური ჩარევა, უცხოური ფული უნდა იყოს გამჭვირვალე და მერე საზოგადოება თვითონ დაინახავს რაც არის“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
1771698936
საზოგადოებალევან მახაშვილი: ჩვენ რომ ამ კანონმდებლობით თავი არ დაგვეცვა, დღეს იარაღით ხელში მოგვიწევდა ამ ქვეყნის დაცვა უცხოური გარე ჩარევების წინააღმდეგ
„პრინციპი არის ძალიან მარტივი და ეს არ არის მხოლოდ ქართული პრინციპი, ამ პრინციპზე თანხმდება ყველა, შიგნითაც და გარეთაც, რომ ვინც პოლიტიკაში ერევა, ვინც საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენს გავლენას...
1771697316
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ფულს რომ აძლევ აქ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლონ, შენივე ფულით დაბეჭდილი პლაკატით წაახალისონ, კეთილი ინებე და პასუხი აგე. არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს
არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირს ჩვენთან „მოლოტოვის კოქტეილები“ აფინანსოს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა. „რაც შეეხება...
1771697083
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი: ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!
ეკა გიგაური წელიწადში ერთხელ ფინანსურ ანგარიშს თუ გაასაჯაროებს, ამაზეა დამოკიდებული ჩვენი სახელმწიფოებრიობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, ასე დგას გამჭვირვალობის საკითხი?!- განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“...
1771696858
საზოგადოებაშალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩზე: ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“. დონორი უმალავდა და უმალავს დღემდე მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეს, ხელისუფლებას და საზოგადოებას, თუ რას აფინანსებს
მე მას [ევროკავშირის ელჩს] ვკითხე, შეგიძლიათ მაჩვენოთ რას აფინანსებთ? მითხრა „არა“, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ევროკა...
1771695491
საზოგადოებალევან მახაშვილი: საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს
საქართველო დღეს ებრძვის მავნე, უცხო ჩარევების რვაფეხას, რომელსაც თავისი საცეცები აქვს, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გად...



























