კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ ახალი პარკის პროექტირება იწყება

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის მიზანია, შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო სივრცე, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისა და სტუმრებისთვის დასვენების, გართობისა და სხვადასხვა აქტივობისთვის კომფორტულ გარემოს უზრუნველყოფს.

„პროექტის მიხედვით, კასპის ახალ პარკში უნდა მოეწყოს შადრევნები, საბავშვო და დასასვენებელი ზონები, ატრაქციონები, კულტურული და საგანმანათლებლო სივრცეები. გარდა ამისა, პარკი გააერთიანებს სპორტულ მოედნებს და სავარჯიშო სივრცეებს, სკეიტბორდის მოედანს, ველოსიპედის და საფეხმავლო ბილიკების ქსელს.

პროექტის მიხედვით, მოწესრიგდება ტბის სანაპირო, პარკში განთავსდება პავილიონები, საინფორმაციო ცენტრი და სწრაფი კვების ობიექტები. კასპის ახალი პარკის ტერიტორიაზე ასევე უნდა მოეწყოს ავტოსადგომი, განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტერიტორიის ადგილობრივი სახეობების ხე-მცენარეებით გამწვანებას და ეკოლოგიურად მდგრადი მასალების გამოყენებას“, – ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1769522734

ახალი ამბები

მეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს

ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა დღეს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდა...

ააა

1769521340

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს

„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად...

დავით ჩიხელიძე

1769519746

ახალი ამბები

ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...

ლარის კურსი

1769519005

ახალი ამბები

ჩაკვეტაძე: საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია! ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას

მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, სადაც სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“. „ამის თქმას...

გიორგი ჩაკვეტაძე

1769518398

ახალი ამბები

ვოლსკი: საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც არის დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება

საქართველოს წინააღმდეგ ის ადამიანები გამოდიან, რომელთა ქვეყნებშიც ხდება დაპირისპირება, როცა საპროტესტო აქცია აგრესიული ხდება და ქვეყნის სტაბილურობას საფრთხე ემუქრება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველ...

გია ვოლსკი