გიორგი ვოლსკი მაია სანდუს განცხადებაზე: ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ
„თავისი ქვეყანა გააუქმა, თქვა, რომ ეს ქვეყანა არ არსებობს და რუმინეთს უნდა შეუერთდეს. რა მოხდება, მნიშვნელობა არ აქვს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ მისი დამოკიდებულება ასეთია, რასაკვირველია, არ უნდა მოელოდე, რომ რაიმე პოზიტიურს იტყვის“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
ვოლსკი მოლდოვის პრეზიდენტის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„ადამიანისგან, რომელმაც მხარი დაუჭირა რევოლუციური პროცესის განვითარებას 4 ოქტომბერს, სხვა განცხადებას არც უნდა მოველოდეთ.
მეორე საკითხია ის, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა კანდიდატებს შორის. სიღატაკის დონე, რომელიც მოლდოვაში არსებობს, იმის შთაბეჭდილებასაც არ ტოვებს, რომ ოდესმე მისი პოზიცია ან რაიმე პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობა იქნება გამოსწორებული. და ასეთ უტიფარ განცხადებას აკეთებს ჩვენთან დაკავშირებით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.
1769523945
ახალი ამბებიმეგრელიშვილი: მაია სანდუ თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს, ვიწრო წრისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო“ - ეს განცხადება ცარიელ „შინაარსზე“ გადის
„ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია, ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი“, - წერს „ხალხის ძა...
1769523835
ახალი ამბებინინო წილოსანი: მაია სანდუ კარგად გაშიფრული აქტორია, რომელიც არ ტოვებდა არცერთ მომენტს, რომ საქართველო გაეკრიტიკებინა
მაია სანდუ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ყველასთვის კარგად მისახვედრია, რა იდეოლოგიურ ორბიტაზ...
1769522734
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს
ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა დღეს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდა...
1769522403
ახალი ამბებიკასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ ახალი პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის...
1769521340
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს
„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად...































