მეგრელიშვილი: მაია სანდუ თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს, ვიწრო წრისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო“ - ეს განცხადება ცარიელ „შინაარსზე“ გადის
„ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია, ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი“, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადების შესახებ, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.
„მაია სანდუ, ქალი, რომელმაც, საკუთარი განცხადებით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ქვეყნის დამოუკიდებლობა, დახურა ოპოზიციური მედიები, აკრძალა ოპოზიციური პარტიები და მისი არჩევნებში გამარჯვება კითხვებს ბადებს, თავს უფლებას აძლევს, შეაფასოს სხვა ქვეყნები და ცდილობს, ვიწრო წრისთვის პოლიტიკური დღის წესრიგი შექმნას ნარატივით - თითქოს „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა საქართველო“. მისი ეს განცხადება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ ცარიელ „შინაარსზე“ გადის. ეს განცხადება არის მისი მორიგი პოლიტიკური კრახი და კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის გარდა იმისა, რომ საკუთარი ქვეყნისთვის უვარგისი პრეზიდენტია ასევე მიზერია მისი სიტყვის ფასი. ის პოლიტიკოსები, ვისთვისაც მაია სანდუ ანგარიშგასაწევი ფიგურაა, არ საჭიროებენ რაიმე დამატებით შეფასებას, ისედაც ცხადია მათი პოლიტიკური დავალებაცა და მრწამსიც“, - წერს მეგრელიშვილი.
1769522734
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს
ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა დღეს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდა...
1769522403
ახალი ამბებიკასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ ახალი პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის...
1769521340
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს
„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად...
1769519746
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1769519005
ახალი ამბებიჩაკვეტაძე: საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია! ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, სადაც სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“. „ამის თქმას...































