ნინო წილოსანი: მაია სანდუ კარგად გაშიფრული აქტორია, რომელიც არ ტოვებდა არცერთ მომენტს, რომ საქართველო გაეკრიტიკებინა
მაია სანდუ არის ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც შეუძლია უტიფრად განაცხადოს, რომ საკუთარ ქვეყანას გააუქმებდა და მას რუმინეთის შემადგენლობაში შეიყვანდა. ყველასთვის კარგად მისახვედრია, რა იდეოლოგიურ ორბიტაზე მდებარეობს და მისი მხრიდან ნამდვილად ვერ მივიღებთ კრიტიკას და ეს კრიტიკა არც არის ლეგიტიმური, - ასე აფასებს „დღის ქრონიკაში“ ნინო წილოსანი მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ გაკეთებულ განცხადებას.
კერძოდ, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ჰიბრიდული ოპერაციების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე ომის შიშის იარაღად გამოყენებით დააბრუნა.
ნინო წილოსანი აღნიშნავს, რომ „მაია სანდუ კარგად გაშიფრული აქტორია, რომელიც არ ტოვებდა არცერთ მომენტს, რომ საქართველო გაეკრიტიკებინა“.
„ეს იყო ადამიანი, რომელმაც 4 ოქტომბერს მხარდაჭერა გამოუცხადა ადამიანებს, რომლებიც სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობას იღებდნენ. რას უკავშირდება მაია სანდუს ყოველი განცხადება საქართველოსთან მიმართებით, ადვილი მისახვედრია, ასევე, ადვილი მისახვედრია, რომელ პოლიტიკურ ბანაკშია ის.
ზოგადად, საქართველოსთან მიმართებით ამ განცხადებების გააქტიურება, დიდი ალბათობით, მაფიქრებინებს, რომ არა მხოლოდ ჩრდილოვანი და ფარული პოლიტიკური ძალების მხრიდან გააქტიურებულ პოლიტიკოსებს უკავშირდება, არამედ ის პრობლემები, რომლებიც ევროკავშირის თავს არის, ალბათ, ამ ყველაფრის ნაწილობრივ გადასაფარადაც გამოიყენება.
ეჭვი არ მეპარება, რომ ეს პოლიტიკოსები და აქტორები საქართველოსთან დაკავშირებულ ცრუ დეზინფორმაციას საკუთარი ამომრჩევლის დასაშინებლადაც იყენებენ. ამ აბსურდული ნარატივებით ცდილობენ საკუთარი პრობლემებიდან გადაიტანონ აქცენტი და ეს აქცენტი ხშირად საქართველოზე გადმოდის, რადგან საქართველო მათი მხრიდან არასდროს არის მოკლებული იმ ნეგატიურ ყურადღებას, რომელსაც ისინი საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.
1769522734
ახალი ამბებიმეუფე იაკობი: ჩვენი ქართული ეკლესია იდგა, დგას და იდგება იქ, სადაც ქრისტეა და სადაც ქართველი ხალხია. ამიტომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და შევეცადოთ, რომ ეს დამოკიდებულება სიძულვილში მაინც არ გადაგვივიდეს
ხედავთ როგორი გადარეული და გაგიჟებულია მსოფლიო და გვიწევს ძალიან მძიმე მორევების არიდება, - განაცხადა დღეს, ქადაგებისას ბოდბელმა ეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა. მისივე თქმით, დღევანდელი რთული მდგომარეობიდა...
1769522403
ახალი ამბებიკასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ ახალი პარკის პროექტირება იწყება
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი კასპში, ვარჯაანის დასახლებაში, ბუნებრივი ტბის მიმდებარედ იწყებს ახალი პარკის პროექტირებას. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის...
1769521340
ახალი ამბებიდავით ჩიხელიძე: მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს
„მაია სანდუს განცხადება, თითქოს საქართველო „რუსეთმა საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“, გლობალური ძალების პოლიტიკურ ნარატივს წარმოადგენს და არა ფაქტებზე დაფუძნებულ ანალიზს. ეს განსაკუთრებით წინააღმდეგობრივად...
1769519746
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6932 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6937 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლ...
1769519005
ახალი ამბებიჩაკვეტაძე: საქართველოსთან დაკავშირებით ვიღაც ისევ მწარედ გატყუებთ, ქალბატონო მაია! ბევრი რამ გვახსოვს, მათ შორის ის, რომ 4 ოქტომბერს პირდაპირ ახალისებდით ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას
მმართველი გუნდის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე სოციალურ ქსელში, მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებას ეხმაურება, სადაც სანდუმ განაცხადა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“. „ამის თქმას...































