კატასტროფის მანქანა, რომელსაც თბილისში პაციენტი გადაჰყავდა, ტრაილერს შეეჯახა - პაციენტი ქალი ადგილზე დაიღუპა
![](https://exclusivetv.ge/uploads/files/2021/07/01/2208/sastsrafo-dakhmarebis-manqana_w_h.jpeg)
ახალდაბასთან ტრაილერის, სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების და პოლიციის მანქანების შეჯახების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
გარდაცვლილია 85 წლამდე ქალი, რომელიც კერძო კატასტროფის მანქანას სავარაუდოდ, თბილისში გადაჰყავდა.
ავარია ახალდაბასთან 4 დეკემბერს, საღამოს მოხდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ჯამში ოთხი ადამიანი დაშავდა, ოთხივე მათგანი ხაშურის საავადმყოფოში შეიყვანეს.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, 85 წლამდე პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
ორი მათგანი ამ დრომდე ხაშურის კლინიკაში რჩება.
მეოთხე პაციენტი თბილისში განაგრძობს მკურნალობას.
მომხდართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება სსსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.
ასევე დაგაინტერესებთ:
* "რაღაც ასე მგონია, რომ მიშას გააგორებენ" - რას წერს ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა
1738858175
მსოფლიო„ასობით ათასი დოლარი ტერორისტულ ორგანიზაციებთან დაკავშირებული არაკომერციული ორგანიზაციებისთვის“ - თეთრი სახლი USAID-ის მიერ თანხების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების მაგალითებს აქვეყნებს
თეთრი სახლი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სახსრების ფლანგვისა და ბოროტად გამოყენების რამდენიმე მაგალითს აქვეყნებს. როგორც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქ...
1738856243
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება
„თუ ადამიანი კეთილსინდისიერად ცხოვრობს და არ აპირებს დანაშაულის ჩადენას, მას არც შემსუბუქება უნდა აინტერესებდეს ამ კანონების და არც გამკაცრება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის...
1738855231
ახალი ამბები„ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით მიიღეს კანონპროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში...
1738854238
ახალი ამბებიუკრაინაში კიდევ 2 ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. დაღუპული არიან დავით დვალიშვილი და მამუკა ბერია. არსებული ცნობით, ისინი გუშინ, ბრძოლაში დაიღუპნენ. „ბიჭებმა ყველაფ...
1738850094
ახალი ამბებიIDFI-ის დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) დამფუძნებელი გიორგი კლდიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5000-ლარიანი ჯა...