კაცი, რომელმაც თერჯოლაში ცოლი დაწვა, რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

მამაკაცმა, რომელმაც თერჯოლაში, სუპერმარკეტში ყოფილ მეუღლეს საწვავის ბოთლი ესროლა, თავადაც სხეულის 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

როგორც სამედიცინო ცენტრ „იმერმედის“ ექიმმა, თინათინ ჩაფიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პაციენტი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ის ამ დროისთვის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

ექიმის განცხადებით, 41 წლის მამაკაცის სიცოცხლეს ამ ეტაპზე, საფრთხე არ ემუქრება.

„პაციენტი უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში დაახლოებით, 20:20 საათზე შემოიყვანეს. სხეულის დაახლოებით, 60-70%-იანი, მესამე-მეოთხე ხარისხის დამწვრობა იყო. ის შეყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში შემდგომი მკურნალობის და დაკვირვების მიზნით,“ – განაცხადა ექიმმა. 

შეგახსენებთ, თერჯოლაში, სუპერმარკეტ „მაგნიტში“ 41 წლის მამაკაცმა ყოფილ მეუღლეს საწვავით სავსე ბოთლი ესროლა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, თავად კი დაშავდა. 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა – 109-ე მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

🔵მთაში თოვლი, ზღვაზე შტორმი, ძლიერი წვიმა და ქარი - მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794120476

საზოგადოება

ხან ჭენგი: შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან იყო უაღრესად გულწრფელი, მეგობრული და შედეგიანი, საქართველოს ხელმძღვანელობის ენთუზიაზმმა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების მიმართ ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა

„ჩინეთი და საქართველო უძველესი ისტორიისა და ცივილიზაციის მქონე სახელმწიფოები არიან, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, ხოლო სხვადასხვ...

ხან ჭენგი ხან ჭენგი

1794119259

საზოგადოება

ირაკლი კობახიძე: უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის, რაც ასახულია კონკრეტულ მონაცემებში

„ჩვენ უაღრესად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარებას, მოხარული ვართ, რომ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მზარდია ეკონომიკური თანამშრომ...

ირაკლი კობახიძ

1794118145

საზოგადოება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი ორი ქვეყნის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდნენ. ოფიციალურ მიღებაზე, რომელიც ს...

ირაკლი კობახიძე

1794084120

ახალი ამბები

ნანა კაკაბაძე: ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა

ქართველ ხალხს არ უნდა საბჭოთა კავშირის მსგავს ევროსაბჭოთა კავშირის გაერთიანებაში აღმოჩენა. მას მხოლოდ ისეთ თანასწორუფლებიან და ურთიერთპატივისცემით განმსჭვალულ კავშირში სურს შესვლა, სადაც მისი ინტერესე...

ნანა კაკაბაძე

1794082807

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა დიდწილად პუტინის პოზიციაზე და ტრამპის შემდგომ ნაბიჯებზეა დამოკიდებული

გერმანიის თავდაცვის მინისტრს ბორის პისტორიუს არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთ-უკრაინის ომი უახლოეს მომავალში დასრულდება. ამის შესახებ უკრაინული მედია გერმანულ მედიაზე დაყრდნობით წერს. პისტორიუსის თქმით, ცე...

გერმანიის თავდაცვის მინისტრი