„ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა“ - პოლიციამ 2024 წელს წიწამურში დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა.

მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. აფეთქების შედეგად, ერთ-ერთი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული 9 ნოემბერს, თბილისში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794290437

ახალი ამბები

სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „მეტროსადგური “„თავისუფლების მოედანი“ ესკალატორზე შექმნილი ტე...

სამგორის მეტრო

1794288116

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მიწვევით იმყოფება და მონაწილეობას მიიღებს პარიზის მშვიდობის ფორუმში

სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე - დღეს პარიზის მშვიდობის ფორუმი გაიხსნება, სადაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი პარიზში ემანუელ მაკრონის მი...

მაკა ბოჭორიშვილი

1794288084

ახალი ამბები

ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს, ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები

საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს. წელს, ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი...

ნიკოლოზ სამხარაძე

1794287987

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე

„ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...

ირაკლი კირცხალია

1794286783

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს

„იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის...

ლევან მახაშვილი