შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პირველ ვიცე-პრემიერს, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრს კარელ ჰავლიჩეკს და თავდაცვის მინისტრის მოადგილეს რადოვან ვიხს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ჩეხეთის პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქართველოსა და ჩეხეთს შორის ორმხრივი დინამიკის გააქტიურება, ასევე, ეკონომიკური თანამშრომლობისა და დარგობრივი კავშირების შემდგომი გაღრმავება.
მხარეებმა მიმოიხილეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ინვესტიციების, ტურიზმის, ტრანსპორტის მიმართულებებით. აღინიშნა, რომ საქართველოში წლების განმავლობაში წარმატებით საქმიანობენ ჩეხური კომპანიები.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუა დერეფნის“ შემდგომი განვითარების მნიშვნელობასა და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამომავლო პერსპექტივებს. შალვა პაპუაშვილმა ამ კუთხით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა ამ პროცესში ჩეხური კომპანიების მონაწილეობის შესაძლებლობებს.
მხარეებმა, აგრეთვე, ისაუბრეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის დიალოგის აღდგენის მნიშვნელობას.
ჩეხეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე რადოვან ვიხთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩეხეთი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობდნენ თავდაცვის სფეროში და მნიშვნელოვანია ამ თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია.
მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში არსებული უსაფრთხოების კომპლექსური გარემო და საერთო გამოწვევები. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციაზე, ასევე, სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე და ხანგრძლივი მშვიდობის პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე, აგრეთვე, საუბარი შეეხო ენერგოუსაფრთხოებას. ამ კუთხით, ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ პოტენციალზე და ამ მიმართულებით საქართველოსა და ჩეხეთს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა შედგა შალვა პაპუაშვილის ჩეხეთში მიმდინარე ორმხრივი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სოზარ სუბარი, ჩეხეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ზვიად შალამბერიძე და პარლამენტის წევრები - ალუდა ღუდუშაური და ირმა ზავრადაშვილი.
1794254780
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია...
1794254070
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ევროკომისიის ანგარიშზე: სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია
ძალიან რბილად არის ნათქვამი, ასე თუ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით, საუბარი გვაქვს მორიგ შეურაცხმყოფელ ანგარიშზე, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...
1794250966
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქა...
1794249021
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს
საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ერთი მხრივ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა...
1794246322
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ
ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრ...






























