ირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე

„ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალია​მ „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „დებატები“ განაცხადა.

ირაკლი კირცხალიას თქმით, საქართველო მზად არის ნებისმიერ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან ურთიერთობის გადატვირთვისთვის, თუმცა ეს თანასწორობისა და პარიტეტულ საწყისებზე უნდა მოხდეს.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებმა საქართველოს ინტერესებიც უნდა გაითვალისწინონ და პატივი სცენ ქვეყნის სუვერენიტეტს.

„კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ ყველანაირი ურთიერთობებისთვის, ოღონდ ერთი დათქმით და პირობით, რომ მაქსიმალურად, თუ ვინმეს ინტერესი უნდა გავითვალისწინოთ, აუცილებლად გაითვალისწინონ ჩვენი ქვეყნის ინტერესიც. ჩვენთან საზოგადოება ერთხელ და სამუდამოდ შეეგუა, შეეჩვია და თავის თავზე იგრძნო, რას ნიშნავს რეალურად დამოუკიდებელ, სუვერენულ და თავმოყვარე ქვეყანაში ცხოვრება, თუნდაც ბევრი გამოწვევით.

განა რომელ ხელისუფლებას არ უნდა, რომ ათასობით ლარი იყოს პენსია და ხელფასი და ა.შ.? და სწორედ ასეთი დისკუსიები უნდა იმართებოდეს, პროფილური, დებატების რეჟიმში, ამ ფორმატში თუ სხვა ფორმატში და მათ შორის პარლამენტშიც. პარლამენტში უნდა იჯდეს ოპოზიცია აუცილებლად, რომელიც ასეთ, რეალურად მნიშვნელოვან გამოწვევებსა და საკითხებს დააყენებს.

იმ რეჟიმში, რომელ რეჟიმშიც გვამყოფა იმ ე.წ. პოლიტიკურმა გუნდმა, რომლებიც დღეს სამართლდებიან საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩვენმა ქვეყანამ მიაღწია მაინც იმას, რასაც მიაღწია.

იმ რეჟიმში, სადაც გვამყოფეს იმ უსამართლო განცხადებებით, რეზოლუციებით, წინასაარჩევნო თუ პოსტსაარჩევნო პერიოდში შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირი ჩარევითა და ჩართულობით, ვნახეთ სად დგას ჩვენი ქვეყანა და როგორ მივდივართ.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა და მიმართულება, განსაკუთრებით ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობის გამოყენებით და გათვალისწინებით არის ერთი, მაქსიმალური დივერსიფიცირება ჩვენი ეკონომიკის.

არ მინდა დღეს საუბრის დასასრულს არ შევეხო ჩვენს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას ჩინეთთან, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი, პირველი სტრატეგიული პარტნიორია. რამდენიმე დღის წინ რეგიონში ვიხილეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ყველაზე მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირის ვიზიტი. აქაც არ უნდა დაგვავიწყდეს ის ორმაგი სტანდარტი და უსტანდარტობა, თურმე ჩინეთთან ურთიერთობა, მათ შორის სტრატეგიული, ვიღაცისთვის შეიძლება, ვიღაცისთვის არ შეიძლება.

მიუხედავად იმ შეურაცხყოფისა და უსტანდარტობისა, ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენ მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან.

და კიდევ ერთხელ, არავის დაავიწყდეს, რომ პოლიტიკური ელიტები და ბიუროკრატები ყოველთვის დროებითები არიან ყველგან, ყველა გაერთიანებაში, კავშირსა თუ ქვეყანაში.

ყველაზე მთავარი, სანამ ჩვენი პოლიტიკური გუნდი არის ქვეყნის მმართველობაში, დამერწმუნეთ, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესები ყველა ასპარეზზე იქნება 100%-ით დაცული“, - აცხადებს ირაკლი კირცხალია. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794250966

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქა...

შალვა პაპუაშვილი

1794249021

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს

საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ერთი მხრივ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა...

შალვა პაპუაშვილი

1794246322

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ

ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრ...

ირაკლი კირცხალია

1794245742

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს

სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საუბრისას გ...

ირაკლი კირცხალია

1794244555

ახალი ამბები

მაია ბითაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვია. მინისტრი კინოსტუდიის ინფრასტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სამუშაო პროცესის სპე...

მაია ბითაძე