მარიამ ქვრივიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში COP31-ის ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ანტალიაში, გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალური ინიციატივის (GGFCI) შესახებ გამართულ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ღონისძიება თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიისა (UNECE) და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) ორგანიზებით იმართება.
მრგვალი მაგიდის ფორმატში მინისტრები მწვანე სატვირთო დერეფნების გლობალურ ინიციატივას განიხილავენ, რომელიც თურქეთის მიერ არის ინიცირებული. ის მიზნად ისახავს, გაეროს ევროპის ეკონომიკურ კომისიასთან და გაეროს აზიისა და წყნარი ოკეანის ეკონომიკურ და სოციალურ კომისიასთან თანამშრომლობით, ახალი საკოორდინაციო პლატფორმის შექმნას, რომელიც საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების მდგრად განვითარებასა და გარემოზე მათი ზემოქმედების შემცირებას შეუწყობს ხელს.
ინიციატივა ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო სექტორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნებში მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარება, სუფთა ენერგიისა და ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენება, ციფრული და მულტიმოდალური კავშირების განვითარება, ასევე მწვანე პროექტებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობაა.
გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მხარეთა 31-ე კონფერენციის (COP31) ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი, აზერბაიჯანის, ბულგარეთის და თურქეთის ენერგეტიკისა მინისტრებთან ერთად , „აზერბაიჯანის, ბულგარეთის, საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის სუფთა ენერგიის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას“ მოაწერს ხელს.
1794287987
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია: მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე
„ჩვენ კიდევ ერთხელ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ მზად ვართ ურთიერთობის გადატვირთვისთვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე, ნებისმიერ ჩვენს მეგობარ და პარტნიორ ქვეყანასთან“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობი...
1794286783
ახალი ამბებილევან მახაშვილი: იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს
„იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო სრულად დააკმაყოფილებს ჩვენს საჩივარს“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის...
1794257578
მსოფლიოსერგეი ლავროვის განცხადებით, აბუ-დაბიში სამშვიდობო მოლაპარაკებების მთავარი თემა რუსეთისა და უკრაინის უსაფრთხოების საკითხები იქნება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აბუ-დაბიში დაგეგმილი სამმხრივი მოლაპარაკებების დღის წესრიგის პირველი პუნქტი რუსეთში, უკრაინასა და მთლიანად რეგიონში უსაფრთხოების საკითხ...
1794254780
ახალი ამბებისოზარ სუბარი: ჩეხი მასპინძლები დაინტერესდნენ გამჭვირვალობის კანონის შინაარსით, რა პერიპეტიები ახლდა მის მიღებას, რა რეაქცია ჰქონდა ბრიუსელს და სწორედ ბრიუსელის ევრობიუროკრატების რეაქციის გამო იყვნენ გაოცებულები
„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა (ჩეხეთში გამართული შეხვედრებისას) საქართველოში მოქმედი გამჭვირვალობის კანონის შესახებ“, - განაცხადა მედიასთან საუბარში საკანონმდებლო ორგანოს ვიცე-სპიკერმა, პარტია...
1794254070
ახალი ამბებიირაკლი კირცხალია ევროკომისიის ანგარიშზე: სრულიად არგუმენტგამოცლილი, შეურაცხმყოფელი, არაფერზე დაფუძნებული ანგარიშია
ძალიან რბილად არის ნათქვამი, ასე თუ ვიტყვით, რომ არ ვეთანხმებით, საუბარი გვაქვს მორიგ შეურაცხმყოფელ ანგარიშზე, რომელიც გამოაქვეყნა ევროკომისიამ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცი...






























