ნიკოლოზ სამხარაძე: საქართველო-ჩინეთის ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს, ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა ხელშესახები შედეგები

საქართველო-ჩინეთის ორმხრივ ურთიერთობებში გარდამტეხი წელი გვაქვს. წელს, ივნისში ჩვენი ურთიერთობები ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლდა, რამაც უკვე მოიტანა პირველი ხელშესახები შედეგები ჩვენი ხალხებისთვის როგორც ჩინეთში, ისე საქართველოში, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ China Global Television Network-თან ინტერვიუში განაცხადა.

სამხარაძის თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩინეთიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა გაოთხმაგდა.

„ახლა ჩინეთსა და საქართველოს შორის იმაზე მეტი პირდაპირი რეისი გვაქვს, ვიდრე ოდესმე. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, ეწვიონ საქართველოს უვიზოდ, ხოლო საქართველოს მოქალაქეებს - ჩინეთს. ეს, რა თქმა უნდა, ხელს უწყობს არა მხოლოდ ხალხთა შორის კონტაქტებს, არამედ ბიზნესკავშირებსაც. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი სავაჭრო ბრუნვა ყოველწლიურად იზრდება.

წელს, პირველ ცხრა თვეში ჩვენ უკვე გადავლახეთ 2 მილიარდი დოლარის ზღვარი და ვიმედოვნებთ, წლის ბოლოს საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვა 3 მილიარდ დოლართან ახლოს იქნება. რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ტრანსპორტის სფეროშიც, რადგან როგორც ჩინეთი, ისე საქართველო, ძალიან არიან დაინტერესებული ე.წ. შუა დერეფნით, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს. ეს არის დღეს ყველაზე მოკლე, ყველაზე სწრაფი და ყველაზე იაფი კავშირი ჩინეთიდან ევროპამდე.

ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში არსებული კონფლიქტებისა და ომის გამო ე.წ. ჩრდილოეთისა და სამხრეთის მარშრუტები დღეს დაკეტილია. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს გავლით მარშრუტი ერთადერთი სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივაა ჩინეთისა და ევროპის დასაკავშირებლად. ასე რომ, ვფიქრობ, აქ ჩვენი სტრატეგიული ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა და ვიმედოვნებთ, ამ მიმართულებით თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. თუმცა, ამის მიღმაც - მე ვახსენე ხალხთა შორის კონტაქტები და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ ჩვენი თანამშრომლობა განათლების სფეროშიც იზრდება. სულ უფრო მეტი ქართველი სტუდენტია, ვისაც ჩინური ენის სწავლა სურს, ასევე, ბევრი ჩინელი სტუდენტია, ვისაც ქართულის სწავლა უნდა. ასე რომ, ჩვენ უკვე დავიწყეთ საგანმანათლებლო მიმართულებით გაცვლის გააქტიურება.

დაბოლოს, კულტურის კუთხით გაცვლა: საქართველოც და ჩინეთიც ძველი ცივილიზაციებიდან წამოსული ერებია. შესაბამისად, კულტურულად და ტრადიციებით ბევრი მსგავსება გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენი ურთიერთობების სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლებასთან ერთად, კულტურის მიმართულებით გაცვლაც გააქტიურდება და უფრო დინამიკური გახდება. ორივე ქვეყნის ხალხი ბევრად მეტს შეიტყობს ერთმანეთის კულტურაზე და ბევრ საერთოს იპოვის“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, ნიკოლოზ სამხარაძეს ჟურნალისტმა დაუსვა კითხვა: „თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულება „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ინიციატივაა. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ამ ინიციატივას შეუერთდა. როგორც აღნიშნეთ, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული მდებარეობა აზიისა და ევროპის გასაყარზე, რაც მას კარგ პოზიციას ანიჭებს თანამშრომლობისთვის. როგორ აფასებთ „ერთი სარტყლისა და ერთი გზის“ ფარგლებში თანამშრომლობას? თქვენი აზრით, სად შეგვიძლია თანამშრომლობის გაძლიერება, მაგალითად, დაკავშირებადობის, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით?“

როგორც ნიკოლოზ სამხარაძემ აღნიშნა, ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაზრდისა და გაღრმავების უზარმაზარი სივრცე და პოტენციალი არსებობს.

„როგორც სწორად აღნიშნეთ, საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობა ჩვენი ქვეყნის აქტივია და მისი გამოყენება ასევე შეუძლია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს – ჩინეთს. აქ საუბარია ვაჭრობის ხელშეწყობაზე, საქონლის ტრანზიტის გაადვილებაზე, იმ ვრცელი რეგიონის ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, რომელიც მოიცავს ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპას. ვფიქრობ, ამ ნაწილშიც ორი მთავრობის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია.

შესაბამისად, დიდ პოტენციალს ვხედავ მომავალ პროექტებსა და თანამშრომლობაში, რათა განვავითაროთ „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივა, წინ წავწიოთ შუა დერეფანი, გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა, ამ რეგიონების და მოსახლეობის ცხოვრება გახდეს ბევრად მარტივი და უზრუნველყოფილი“, - დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1794250966

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს დიდი ეკონომიკური განზომილებაც აქვს, როცა ვსაუბრობთ შუა დერეფანში საქართველოს როლზე, ევრობიუროკრატია საქართველოს არ იმჩნევს, ლამის რუკიდან წაგვშალოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საქართველოში შედგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტის განცხადებები, რა როლი აქვს რეგიონში საქა...

შალვა პაპუაშვილი

1794249021

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს

საკონსტიტუციო სასამართლოში რაც ვნახეთ, ერთი მხრივ, ჩვენი სარჩელის დასაბუთებაა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, პარტიების წარმომადგენლებმა...

შალვა პაპუაშვილი

1794246322

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე ჩინეთთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერები, როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრებენ

ორმაგ სტანდარტზე რომ ვსაუბრობთ, ისინი ჩვენ გვეუბნებიან, რომ ჩვენ თურმე ასეთ სახელმწიფოსთან არ უნდა გვქონდეს სტრატეგიული ურთიერთობები, მაგრამ მათი ქვეყნის ლიდერებს როგორც კი დასჭირდებათ, ერთმანეთს ასწრ...

ირაკლი კირცხალია

1794245742

ახალი ამბები

ირაკლი კირცხალია: სურვილი გვაქვს ერთი, ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს

სურვილი გვაქვს ერთი - ეს აგენტურა უნდა მოსცილდეს ქართულ პოლიტიკურ ველს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობაზე საუბრისას გ...

ირაკლი კირცხალია

1794244555

ახალი ამბები

მაია ბითაძე კინოსტუდია „ქართული ფილმის“ საქმიანობას ადგილზე გაეცნო

კულტურის მინისტრი მაია ბითაძე პირველ მოადგილე მიხეილ კიკნაძესთან ერთად კინოსტუდია „ქართულ ფილმს“ ეწვია. მინისტრი კინოსტუდიის ინფრასტრუქტურას, საქმიანობის ძირითად მიმართულებებსა და სამუშაო პროცესის სპე...

მაია ბითაძე