სონღულაშვილი პატრიარქზე: მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, მისდამი სიყვარული და პატივისცემა მარადიულია თითოეული ჩვენგანის გულში
საქართველომ დაკარგა სულიერი მამა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მისი მოღვაწეობა ათწლეულების განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენს სულიერ და საზოგადოებრივ ცხოვრებას, - წერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი.
„განსაკუთრებულად რთულ პერიოდებში გვაძლევდა იმედს და გვიძლიერებდა რწმენას. პატრიარქის მოღვაწეობის 49 წელი სამშობლოს და ხალხის განუზომელი სიყვარულით იყო აღსავსე.
უდიდესია მისი როლი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის, საზოგადოების გაერთიანებისა და ქართული სახელმწიფოს გაძლიერებაში.
მისდამი სიყვარული და პატივისცემა მარადიულია თითოეული ჩვენგანის გულში.
ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს, სასულიერო პირებს, მრევლს, თითოეულ მოქალაქეს და მთელ მართლმადიდებელ სამყაროს!
საუკუნო ხსენება მის სულს!
უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!“ - აღნიშნავს სონღულაშვილი.
1773839222
ახალი ამბებილარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 18 მარტის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7189 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7223 ლარი იყო. გამყარდა ევრო, რომლი...
1773837590
საზოგადოებასაქართველოს მთავრობა: შეიქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც პატრიარქის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებზე იმუშავებს. ასევე, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერთვებიან საპატრიარქოს კომისიის მუშაობაში
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის დაკრძალვის საორგანიზაციო საკითხებთან დაკა...
1773836812
საზოგადოებაარქიმანდრიტი იოვანე: ჩვენ ერის მამა გარდაგვეცვალა, ღმერთმა ინებოს, რომ მისი სული ცათა სასუფეველში ხარობდეს და ვინ თუ არა ის უნდა ხარობდეს მისი ღვაწლიდან გამომდინარე
როგორც არქიმანდრიტი იოვანე (მჭედლიშვილი), ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის მღვდელმსახური აცხადებს, ქართველ ერს მამა გარდაეცვალა. „ძალიან მძიმეა პატრიარქზე საუბარი, ის სიყვარული, რაც მ...
1773836345
ახალი ამბებიკობა კობალაძე პატრიარქზე: უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის, მისი სიტყვა ხშირად იყო იმედი, ხოლო მისი დუმილიც კი სიმტკიცის მაგალითი
„უმძიმესი დღეა ჩვენი სამშობლოსა და თითოეული ჩვენგანისათვის. გულით ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს ჩვენი სულიერი მამის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის გა...
1773835983
ახალი ამბებისულხან თამაზაშვილი: პატრიარქმა უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს სულიერი ერთიანობის, რწმენის განმტკიცებისა და ეროვნული ღირებულებების შენარჩუნებაში
უწმინდესი ათწლეულების განმავლობაში იყო ჩვენი ქვეყნის და თითოეული ჩვენგანის სულიერი საყრდენი - აღნიშნულია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებაში. მისი თქმით უწმინდესის ღვაწლი ეკლესიისა და ქვეყნის წ...



























