მარიამ ქვრივიშვილმა ავიაკომპანიების წარმომადგენლებთან ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ავიაბაზრის არსებული ტენდენციები განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანთან ერთად, სხვადასხვა ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

სამუშაო შეხვედრის მთავარ მიზანს ქვეყნის აეროპორტებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონის შეუფერხებელი ოპერირება და სამომავლო გეგმების კოორდინაცია წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ სახელმწიფო რჩება ავიაკომპანიების მუდმივ პარტნიორად და მზად არის, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი სექტორში სტაბილურობის შენარჩუნებასა და დაკავშირებადობის შემდგომ ზრდას.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი კოორდინირებულად იმუშავებენ, რათა ინდუსტრია მომზადებული დახვდეს ნებისმიერ არსებულ თუ პოტენციურ გამოწვევას.მხარეებმა იმსჯელეს იმ გლობალურ გამოწვევებზე, რომლებიც პირდაპირ აისახება საავიაციო ბაზრის სტაბილურობაზე, აგრეთვე მათი ერთობლივად დაძლევის გზებზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიმდინარე საავიაციო სტატისტიკას. როგორც მინისტრმა აღინიშნა, 2025 წელი საქართველოს ავიაციის სექტორისთვის რეკორდული იყო - პიკურ პერიოდში საქართველოს აეროპორტებში 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტ საჰაერო ხაზზე ოპერირებდა კვირაში დაახლოებით 760 სიხშირით.

ხაზი გაესვა, რომ რეგიონში არსებული ვითარების მიუხედავად, სამოქალაქო ავიაციის სექტორში ზრდის ტენდენცია 2026 წლის პირველ კვარტალშიც გაგრძელდა და როგორც მგზავრთნაკადი, ისე შესრულებული ავიარეისების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა.

აღინიშნა, რომ ეკონომიკის სამინისტრო, საავიაციო უწყებებთან ერთად, აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან და ავიაკომპანიებთან საქართველოს მიმართულებით ახალი პირდაპირი რეისების დანიშვნის თაობაზე - შედეგად, საქართველოს ავიაბაზარი ეტაპობრივად ზრდის ძველ დინამიკას უბრუნდება.

შეხვედრას ესწრებოდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1778571810

ახალი ამბები

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს - თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურების ნათელი დასტურია

ყოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს. „თქვენი გამორჩევა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისადმი თქვენი მრავალწლიანი ერთგული მსახურე...

ოვლად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ II შიო III-ს

1778568448

ახალი ამბები

პატრიარქის ინტრონიზაციას ბიძინა ივანიშვილი ესწრება

ახლად არჩეული პატრიარქის მეუფე შიო მესამის ინტრონიზაციას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. სვეტიცხოველში საზეიმო წირვა, სადაც ახლად არჩეული უწმინდესისა და უნეტარესის, სრ...

ბიძინა ივანიშვილი

1778567745

ახალი ამბები

ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან ნიშანდობლივია, რომ საქართველოს ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს ემთხვევა, ჩვენი ეკლესიის დაფუძნება სწორედ მოციქულ ანდრიას უკავშირდება

სვეტიცხოვლის ტაძარში საქართველოს 142-ე პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ს ინტრონიზაციის საზეიმო ცერემონია მიმდინარეობს. უკვე ადგილზე არიან მღვდელმთავრები, ტაძარსა და მის ეზოში იმყოფება მ...

ანდრია ჯაღმაიძე - დეკაზონი

1778567062

ახალი ამბები

დავით მათიკაშვილი პატრიარქის არჩევაზე: არ ისვენებენ რადიკალური ძალები საქართველოში. ახლაც კი ვხედავთ არაერთ სტატუსს, სადაც არის დარჩენილი მცდელობა, საქართველოსთვის ამ უმნიშვნელოვანეს პროცესს რაიმე ფორმით შეუცვალონ გეზი

საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი ახალ პატრიარქად შიო მესამის არჩევაზე რადიკალური ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა. „არ ისვენებენ რადიკალური ძალები...

დავით მათიკაშვილმა.

1778565651

მსოფლიო

ტრამპი: მოუთმენლად ველოდები ვიზიტს ჩინეთში, დიდი რამ მოხდება ორივე ქვეყნისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი მოუთმენლად ელოდება ჩინეთში ვიზიტს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა. „მოუთმენლად ველოდები ჩემს ვიზიტს ჩინეთში, საოცარ ქვეყანაში, რომლის ლიდერი პრეზიდენტი სი ძინპინი...

ტრამპი ტრამპი