კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორი: Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა

„ჩვენმა, Jan De Nul-ის ბელგიელმა ინჟინრებმა, ჩვენს ჰოლანდიელ კონსულტანტ კომპანია Royal HaskoningDHV-სთან ერთად, უზარმაზარი საპროექტო და საინჟინრო სამუშაოები გასწიეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ანაკლიის პორტი სრულად შეესაბამებოდეს იმას, რაც დამკვეთს სურს“, - განაცხადა კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა ტიმ დევოლდერმა.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში სამშენებლო სამუშაოებს კომპანიის წარმომადგენელთან ერთად დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი და შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი ზურაბ სიჭინავა ადგილზე გაეცნენ.

როგორც Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორმა აღნიშნა, საქართველოს სახელმწიფოს ანაკლიის პორტის პროექტის მიმართ მკაცრი მოთხოვნები აქვს, რომელთაც კომპანია სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა ავაშენოთ ზუსტად ის, რაც სახელმწიფოს სურს. ჩვენი პასუხისმგებლობა ასევე მოიცავს იმას, რომ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ვიყოთ. Jan De Nul-მა შეაფასა ეს პროექტი და ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ შეგვეძლო აუზისა და არხის იმგვარად დაპროექტება, რომ არ შეგვეზღუდა დიდი გემების შემოსვლა და უზრუნველგვეყო პორტის სრული სიმძლავრით მუშაობის გარანტირება - ჩვენ ვიპოვეთ გზა, რომ ანაკლიის პორტი ხარჯთეფექტური გავხადოთ“, - განაცხადა ტიმ დევოლდერმა.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786541253

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს

„ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...

ირაკლი კობახიძე

1786539903

ახალი ამბები

ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6181 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...

ვალუტა

1786538961

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე - დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა

„დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ზუსტად ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად...

ირაკლი კობახიძე

1786536792

ახალი ამბები

პრემიერი: პლაჟზე გადის ვიღაც ორი უცხოელი აგენტი, პარტიული აქტივისტი და მერე პარტიული ტელევიზია ამას წარმოაჩენს ისე, თითქოს ქართულ საზოგადოებას აქვს პროტესტი რუსი ტურისტების მიმართ

„ჩვენ რადგან ვხედავთ, რომ საგანგებო ყურადღებას უთმობს „დიფ სთეითი“ ამ რუსოფობიურ კამპანიას, ჩვენც საგანგებო ყურადღება უნდა დავუთმოთ ამ კამპანიას და საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სრული ინფორმაცია ამ საკი...

 ირაკლი კობახიძე

1786535623

ახალი ამბები

კახა კალაძე: დღეს დიდგორობაა, ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჩვენი წინაპრების თავდადებითა და გონივრული პოლიტიკით მოპოვებული უდიდესი ფასეულობაა, რომელსაც სჭირდება მუდმივი დაცვა და სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობა

დღეს დიდგორობაა, ქართველთა ერთიანობის, ეროვნული ღირსების, თავისუფლების და გამარჯვების სიმბოლოდ ქცეული დღესასწაული! - წერს სოციალურ ქსელში თბილისის მერი კახა კალაძე. როგორც ის აღნიშნავს, ეს დღე კიდევ ე...

კახა კალაძე