დონალდ ტრამპი: ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არაფერს აკეთებს - აშშ ჰორმუზის სრუტეს აკონტროლებს
აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებს და ის საზღვაო ბლოკადაში აქვს მოქცეული. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ირანი ამ ეტაპზე მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება და რეალური მოქმედებისთვის შესაძლებლობა აღარ აქვს.
პრეზიდენტის განცხადებით, ირანის საზღვაო და საჰაერო ძალები განადგურებულია, ქვეყნის ხელმძღვანელობა კი გაქცეულია.
„აშშ სრულად აკონტროლებს ჰორმუზის სრუტეს. ვფიქრობ, ჩვენ მას შევინარჩუნებთ. ჩვენს საზღვაო ბლოკადას ყველა „ფოლადის კედელს“ უწოდებს და ირანს მის წინააღმდეგ არაფრის გაკეთება არ შეუძლია. მათ აღარ ჰყავთ საზღვაო და საჰაერო ძალები, დარჩენილ სამხედროებს კი ხელფასს არ უხდიან. „გუშაგთა კორპუსი“ განადგურებული და გაქცეულია, ხოლო ქვეყნის „ლიდერობა“, საუკეთესო შემთხვევაში, გაურკვეველია.
მათ ფული აღარ აქვთ, ქვეყანა „დაქცეულია“. მათ მხოლოდ ყალბი ამბები და 300-პროცენტიანი ინფლაცია აქვთ, რომელიც კიდევ უფრო იზრდება. ირანი მხოლოდ ლაპარაკობს და არ მოქმედებს. ის ახლო აღმოსავლეთის მოძალადე აღარ არის. დიდება ალაჰს!“ - წერს ტრამპი.
1786543114
ახალი ამბებითამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს შეხვდა, სადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობაზე იმსჯელეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი კომპანია Jan De Nul N.V.-ის საქართველოს ფილიალის დირექტორს ტიმ დევოლდერს შეხვდა. შეხვედრაზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის სამ...
1786542007
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობა უკიდურესად დაიძაბოს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს
მიზანი არის, რომ ხალხებს შორის ურთიერთობის უკიდურესად დაძაბვა მოხდეს, მოხდეს კონფლიქტები, რაც თავისთავად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან სიტუაციის ესკალაციის გარდაუვალ ნაბიჯებს, - განაცხადა პარლამენტის რეგ...
1786541253
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე: ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს
„ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ეფუძნება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი...
1786539903
ახალი ამბებილარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 12 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6181 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6191 ლარი იყო. გაუფასურდა ევრო, რ...
1786538961
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე - დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად ტრაგიკული მოვლენაა
„დიდგორის ბრძოლა არის ქართული გამარჯვების ყველაზე გამორჩეული მაგალითი და ზუსტად ამ დღეს სააკაშვილმა, რომელიც თავს დავით აღმაშენებელს ადარებდა, გააფორმა რუსეთთან კაპიტულაციის შეთანხმება, რაც თავისთავად...































