აშშ-ის ელჩი ნატოში აცხადებს, რომ მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან, აშშ-ისგან მეტ სარგებელს მიიღებენ

აშშ-ის ნატოს წევრი მოკავშირეები, რომლებიც თავდაცვის ხარჯებს გაზრდიან, უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ, ხოლო მათ, ვინც აშშ-ის სამხედროებს თავიანთ ბაზებზე წვდომას უზღუდავენ, შეიძლება რთული მოლაპარაკებები ელოდოთ. ამის შესახებ ნატოში აშშ-ის ელჩმა მეთიუ უიტაკერმა განაცხადა, წერს Financial Times-ი.

ნატოს ლიდერების სამიტი ანკარაში მომავალ კვირას გაიმართება. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მოკავშირეებს მოუწოდებს, თავდაცვაზე მშპ-ის მინიმუმ 5% დახარჯონ და მათ, ვინც ამაზე უარს იტყვის, შედეგებით ემუქრება.

ტრამპი ასევე უკმაყოფილოა იმ ქვეყნებით, რომლებმაც ირანის წინააღმდეგ ომში ჩართულ ამერიკულ თვითმფრინავებს თავიანთი საჰაერო სივრცის გამოყენება, ან ბაზებზე წვდომა შეუზღუდეს.

„თქვენ იცით, რომ ანკარა ნამდვილად იქნება 5%-იანი ვალდებულების შესრულების პროგრესის საორიენტაციო მაჩვენებელი. ჩვენ გვჯერა, რომ მათ, ვინც მეტ წვლილს შეიტანს, უნდა მიიღონ სარგებელი“, - აღნიშნა უიტაკერმა.

მან აღნიშნა, რომ გულისხმობს „შესაძლებლობებს, იქნება ეს ლიდერებთან შეხვედრებისთვის მეტი დრო, თუ შესყიდვებისა და მიწოდების პრიორიტეტი“.

„ამის მიღწევის მრავალი გზა არსებობს“, - აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.

უიტაკერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპაში განლაგებული ამერიკული ჯარების რაოდენობის გადახედვა მოხდება სამხედრო საფრთხეებისა და მათთან გამკლავების მოთხოვნების გათვალისწინებით და არ ექვემდებარება არავითარ „პოლიტიკურ გავლენას“.

უიტაკერის თქმით, ის საკითხები, რომლებზეც ზოგიერთი ქვეყანა, კერძოდ იტალია და ესპანეთი, ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის დახმარებას არ ეთანხმება, ცალკე განიხილება.

„ჩვენ ასევე მოვილაპარაკებთ ჩვენს მოკავშირეებთან ბაზებზე წვდომის და მათი ტერიტორიების თავზე ფრენის საკითხებზე და უზრუნველვყოფთ, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოიყენებოდეს ბაზები“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ დასკვნები „ამ მოკავშირეებთან უნდა შეთანხმდეს“.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1782981010

ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი: ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება, გახსოვდეთ, თქვენი ცოდნით, მიღწევებით ყოველთვის საქართველოს სამსახურში უნდა დარჩეთ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი აბიტურიენტებს წარმატებებს უსურვებს. „ძვირფასო აბიტურიენტებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ეტაპი იწყება. ამ დღემდე...

მიხეილ ყაველაშვილი

1782980694

ახალი ამბები

ლევან მახაშვილი: წითელი ხაზების გადაკვეთისას თავს ვერავინ დადებს, რომ ამას მოითმენს, ინციდენტში მონაწილე ჩვენი გუნდის წევრებმა საზოგადოებას ღირსეულად მოუბოდიშეს, გამოძიებაზე საუბარი ზედმეტია

ჩვენი გუნდის წევრებმა, რომლებიც პარლამენტში ინციდენტში მონაწილეობდნენ, საზოგადოებას ღირსეულად, სათანადოდ მოუხადეს ბოდიში იმავე დღეს, არა იმ ადამიანებს, რომლებიც ამ პროვოკაციას აგებდნენ და აშენებდნენ,...

ლევან მახაშვილი

1782980402

ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილი: არანაირი ალიანსები არ არსებობს, არსებობს აგენტთა კრებული, ეს აგენტთა კრებული ერთ დროს გარე ძალების მეშვეობით და მათი ხელდასხმით განაგებდა ქვეყანას

დაპირისპირება ოპოზიციაში - „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ბრალდებები კვლავ ისმის ნიკა მელიასა და „კოალიცია ცვლილებების“ მისამართით. პარალელურად, მიხეილ სააკაშვილს ისევ აკრიტიკებენ „ფედერალისტები“, რო...

გიორგი სოსიაშვილი

1782979265

ახალი ამბები

ბექა ძამაშვილი ჟენევის მოლაპარაკებებზე: შევეხეთ ისეთ საკითხებს, როგორიც არის დევნილთა დაბრუნების უფლება, მიმოსვლის თავისუფლება, განათლების უფლება, საკუთრების უფლება, სიცოცხლის უფლება, არასათანადო მოპყრობა

იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებების დარღვევებისა და ჰუმანიტარული კუთხით ადგილზე არსებულ პრობლემებზე მეორე სამუშაო ჯგუფის ფორმატში ისაუბრა. „შევეხეთ ისეთ საკითხებ...

ბექა ძამაშვილი

1782977124

ახალი ამბები

ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ

სპეციალური პენიტენციური სისტემიდან 2026 წლის ერთიან ეროვნულ, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე 57 ბრალდებული/მსჯავრდებულია რეგისტრირებული, მათ შორის, 5 არასრულწლოვანი. ინფორმაციას სპეციალურ...

ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში ჩაერთნენ