ლაშა გეგეჭკორი: მიღებულია გადაწყვეტილება მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების მშენებლობის დაწყების შესახებ - მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან

მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვის, კახეთის და შიდა ქართლის სააგენტოების კონცეპტუალური პროექტის თანაავტორი ლაშა გეგეჭკორი საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ლაშა გეგეჭკორი მოუწოდებს გარკვეულ პირებს, თავი შეიკავონ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან.

„საქართველოს მთავრობის 2026 წლის 25 თებერვლის N 412 განკარგულებით დამტკიცებული „ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის” მიხედვით:

მიღებულია გადაწყვეტილება, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, მიუსაფარ ცხოველთა (ძაღლი, კატა) პოპულაციის მართვის რეგიონული ცენტრების (თავშესაფარი) მშენებლობის დაწყების შესახებ.

თავშესაფრების მშენებლობას განახორციელებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო.

მე კარგად მახსოვს, თუ რა წინააღმდეგობას ვაწყდებოდით ცხოველთა უფლებების ზოგიერთი „დამცველების” მხრიდან, 2018-2019 წლებში, კახეთში და შიდა ქართლში ანალოგიური ცენტრების კონცეფციის პრეზენტაციის შემდეგ.

მავანნი, წინასწარ, უარგუმენტოდ აცხადებდნენ, რომ ეს ცენტრები გახდებოდა ცხოველთა სასაკლაო.

ოპერირების დაწყების შემდეგ ამ ადამიანებმა, მიუხედავად მათი მხრიდან მრავალი ბრალდებისა, ვერ წარმოადგინეს ცხოველთა დახოცვის ვერც ერთი ფაქტი. ეს არ დადასტურდა არც სხვადასხვა ინსტანციაში დაწყებული გამოძიებით და გეგმური, თუ არაგეგმური სახელმწიფო კონტროლით.

ჰუმანური გზით-სტერილიზაცია/კასტრაციის ოპერაციების მეთოდით მიუსაფარ ცხოველთა რეპროდუქციის შეწყვეტის წინააღმდეგი არ არის ცხოველთამოყვარული და მათი უფლებების დამცველი.

ასეთი ადამიანი არის მიუსაფარ ცხოველთა სიმრავლით არაჯანსაღად, ფინანსურად დაინტერესებული პირი და მათი ადგილი არ არის ამ სფეროში.

მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ სახელმწიფო პროგრამის საწინააღმდეგო ქმედებებისგან. სხვა შემთხვევაში კი, გირჩევთ, წინასწარ, პრევენციის მიზნით, გადაიკითხოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლი საბოტაჟის შესახებ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1776416047

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი, სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ

უნგრული ენის სწავლას თუ დაიწყებენ, შეიძლება, რაღაც გამოვიდეს. ამ ყველაფერს იუმორით თუ შევხედავთ, მგონი, მთელი ოპოზიცია ჰერმან საბოს იმედად არის დარჩენილი. სამარცხვინოა, რასაც ვხედავთ, - ამის შესახებ პ...

შალვა პაპუაშვილი

1776415697

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი: თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა მნიშვნელოვანია გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვენი რეგიონის გარშემო ხდება. საბედნიეროდ, რეგიონის ხელისუფლებები ბრძნულ პოლიტიკას მიჰყვებიან, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა

მნიშვნელოვანი იყო, რომ მასპინძელი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარესთან გვქონდა შეხვედრა, თუმცა, თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა ყოველთვის მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომლებიც ჩვ...

შალვა პაპუაშვილი

1776415528

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად, მისი ფილტრით ვრცელდება საქართველოს შესახებ არასწორი ინფორმაცია, ამიტომ არის მნიშვნელოვანია ორმხრივი კომუნიკაცია

ვხედავთ, რომ ბრიუსელი იქცა დამაბრკოლებელ ფაქტორად ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ურთიერთობებში და მისი ფილტრით ხდება საქართველოსთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელება, - ამის შესახებ საქართველ...

შალვა პაპუაშვილი

1776415457

ახალი ამბები

შალვა პაპუაშვილი: ვერაფერს სწავლობს „ნაცმოძრაობა“, ისევ ისეთ ბოროტ ძალად რჩება, რომელიც ებრძვის ყველაფერს ქართულს

ძალიან სამწუხაროა, რომ პატრიარქის მაგინებლებს აძლევენ პლატფორმას, რათა გავრცელდეს მათი მოსაზრებები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დ...

შალვა პაპუაშვილი

1776415417

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციისთვის რევოლუციური სცენარის დაწერის მორიგ მცდელობაზე: ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე

ამ ისტორიის გამჟღავნება არის ევროკავშირის სირცხვილი. დეტალურად ჩავეძიებით რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან ის ქართული პასპორტის მქონე ადამიანები, რომლებიც ასე ღიად, სპეცსამსახურების პროექტებში არიან ჩარ...

შალვა პაპუაშვილი