ლაშა ჟვანია: 2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან - ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო
2021 წელს, როდესაც შეუძლებელი იყო ჩარტერული რეისის განხორციელება, სპეციალური ნებართვა მივიღეთ ისრაელიდან ერთი თვითმფრინავისთვის, ეს იყო სამთავრობო თვითმფრინავი, რათა ჩამოსულიყო საქართველოში ცეცხლი, რომ ეს ტრადიცია არ ჩავარდნილიყო და ეს სიხარული ჩვენს სახლს არ მოჰკლებოდა, - განაცხადა ილია მეორის ფონდის ხელმძღვანელმა ლაშა ჟვანიამ გადაცემაში „იმედის კვირა“.
მისივე თქმით, მაშინ საქართველოს მთავრობამ უზრუნველყო სპეციალური რეისის განხორციელება, ისeვე როგორც ახლა, საჰაერო სივრცე კი გაიხსნა, მაგრამ ჩარტერული რეისის განხორციელება ვეღარ მოესწრო.
„ხალხის გარეშე ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ისევ მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო რეისი განხორციელდა, რომლის საშუალებითაც საქართველოში ჩამოვიდა ცეცხლი.
1996 წელს, როდესაც წმინდა ცეცხლი საქართველოში პირველად უნდა ჩამოგვეტანა, იერუსალიმის საპატრიარქოს გენერალური მდივანი, მიტროპოლიტი ტიმოთე წერილში ხსნიდა, რომ საქართველოში ეს ცეცხლი პირველად მიაქვთ მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი რთულ გარემოში მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, რომ ეს ცეცხლი ჩავიდეს საქართველოში და გთხოვთ, განსაკუთრებული ყურადღებით მოეპყროთო.
სამი კანდელით მოგვქონდა სამ ადამიანს, რომ შემდეგ გზაში არ მომხდარიყო რამე და ჩამოგვეტანა ცეცხლი უვნებლად და მაშინ იერუსალიმის საპატრიარქოს ჩართულობით დაგვეხმარა ისრაელის უსაფრთხოების სამსახურიც და საბაჟოც. ყველგან, სადაც მივდიოდით გვქონდა გზა ხსნილი იმისთვის, რომ ბორტზე ასულიყო ცეცხლი“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.
1776006807
სპორტიკარატისტმა ლიზი ზვიადაურმა პრემიერ ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩინეთის ქალაქ ლეშანში სპორტულ კარატეში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი პრემიერ ლიგა გაიმართა. ქართველმა სპორტსმენმა ლიზი ზვიადაურმა (-55 კგ) კუმიტეში თურქი ზუმრა რეზანი ანგარიშით 4:2 დაამარცხა და ბრინ...
1776004548
მსოფლიოტრამპი: აშშ-ის საზღვაო ძალები დაიწყებს ყველა გემის ბლოკირებას, რომელიც ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან გასვლას შეეცდება
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ აპირებს დაიწყოს ყველა გემის ბლოკირება, რომელიც ცდილობს ჰორმუზის სრუტეში შესვლას ან მის დატოვებას. „ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალები, მსოფლ...
1776001643
ახალი ამბებიროდემდე შენარჩუნდება საქართველოში ნალექიანი ამინდი
14 აპრილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, ქარის გაძლიერება, მაღალმთიან რაიონებში ზვავსაშიშროება. 9-10 აპრილის ღამეს ქვეყნის მთიან რაიონებშ...
1775999230
ახალი ამბებიგივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს. „იესო ქრისტეს აღდგომა იმედის, სიყვა...
1775997694
ახალი ამბებიგეკა გელაძემ შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა
შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მინისტრი დაცვის პოლიციისა და დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის...































