გივი მიქანაძე სრულიად საქართველოსა და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს.

„იესო ქრისტეს აღდგომა იმედის, სიყვარულისა და სიკეთის გამარჯვების სიმბოლოა. ეს დღე თითოეულ ჩვენგანს, გვმატებს ძალას, უკეთესი მომავლის რწმენითა და ერთმანეთისადმი თანადგომით, კიდევ უფრო მეტი ძალისხმევით ვიზრუნოთ ჩვენი სამშობლოს გამთლიანებასა და გაძლიერებაზე. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს განსაკუთრებით ვულოცავ მოსწავლეებს, მშობლებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებსა და განათლების სფეროს წარმომადგენლებს.

ეს დღესასწაული კიდევ ერთხელ გვახსენებს რაოდენ მნიშვნელოვანია ახალგაზრდებისთვის ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ერთობა და სოლიდარობა. განათლების სისტემაში ჩვენ სწორედ ეს ფასეულობები უნდა გავაძლიეროთ. მჯერა, ერთობლივი ძალებით გავაგრძელებთ ძლიერი სახელმწიფოს შენებას და დასახულ მიზნებს აუცილებლად მივაღწევთ.

დღეს თითოეული ჩვენგანი ვგრძნობთ უდიდეს დანაკლისს - კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარეშე აღვნიშნავთ აღდგომის დღესასწაულს. თუმცა, ამავდროულად, უდიდეს იმედს გვაძლევს იმაზე ფიქრი, რომ საქართველომ, ჩვენი უწმინდესის სახით, ზეციური მფარველი შეიძინა.

კიდევ ერთხელ გილოცავთ. ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს გისურვებთ. დაე, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულმა თითოეულ ოჯახში შეიტანოს სითბო, სიყვარული და კეთილდღეობა. ქრისტე აღდგა!”, - ნათქვამია მინისტრის მილოცვაში.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1775989506

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა - ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ცხოვრების წესი და ავირჩიოთ მშვიდობა

 უნგრეთმა დაამტკიცა, რომ არსებობს სხვა გზა: ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ უკანონო მიგრაცია. ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ოჯახები და ჩვენი ცხოვრების წესი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, - წერს ვი...

ორბანი:

1775987117

ახალი ამბები

მეუფე გერასიმე: სევდანარევია ჩვენი დღე, პირველი წელია, როდესაც უწმინდესის გარეშე ვხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს, პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფრის ნუ გეშინიათო, ამ იმედით ვართ აღვსილები

 სააღდგომო ღვთისმსახურება ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა მეუფე გერასიმემ აღავლინა. წირვის დაწყებამდე მან მრევლს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ქვეყანას გამთლიანება...

გერასიმე

1775984835

ახალი ამბები

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს სააღდგომო ეპისტოლე

სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე: „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს ყოვლადსამღვდელონ...

მეუფე შიო მუჯირი

1775982621

ახალი ამბები

12 და 13 აპრილს თბილისში სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები უფასოდ იმოძრავებს

12-13 აპრილს ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, დაწესდება ავტობუსის ცხრა დროებითი მარშრუტი. ავტობუსები მგზავრებს 08:00-დან 20:00 საათამდე მუხ...

ავტობუსი

1775980738

ახალი ამბები

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვა...

გეკა გელაძემ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მორიგე თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა