ლეღვთახევში ტერიტორიის გაწმენდა მიმდინარეობს - პროცესში ჩართულია მერიის ყველა შესაბამისი სამსახური
ლეღვთახევში საფეხმავლო ბილიკები უხვი ნალექის მიერ ჩამოტეხილი ტოტებისა და სხვადასხვა ნატანი მასალისგან იწმინდება. სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფისა“ და „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ასრულებენ.
მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა ადგილზე გაეცნო. უწყების ხელმძღვანელმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე ჯგუფების კოორდინირებული საქმიანობა შეაფასა და ადგილზე ტექნიკური რესურსის მაქსიმალური მობილიზება უზრუნველყო.
„თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული როგორც სპეცტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა. პარალელურად იწმინდება სანიაღვრე ქსელები და ჭები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენით, ასევე, გზის სავალი ნაწილი იწმინდება ჩამოტანილი მიწისა და შლამისგან.
დედაქალაქში მოსული უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა ქუჩები, სარდაფები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელებისა და დასუფთავების სამსახური მუშაობას 24-საათიან საგანგებო რეჟიმში განაგრძობს.
1786786402
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი რუსოფობიაზე: ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას
„ასეთი ფობიები არანაირად არ ემსახურება არც დეოკუპაციის მიზანს, არც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივას“, - განუცხადა „ქრონიკას“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენ...
1786784682
ახალი ამბებიირაკლი ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილს: 2012 წელს პეტერბურგში რომ კონცერტს ატარებდი, რუსებს არ უწყობდი ღონისძიებას მაშინ?! მაშინ არ გტკიოდა ანწუხელიძე?! სინამდვილეში, არაფერი არ გტკივათ, უბრალოდ პოპულისტები ხართ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ გიორგი უშიკიშვილს პოპულიზმსა და ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს. ჭეიშვილი გიორგი უშიკიშვილის ვიდეოს აქვეყნებს,...
1786783299
ახალი ამბებინინო წილოსანი: სანამ ომის დაწყების თარიღის შეცვლასთან დაკავშირებით გარე მითითებას მიიღებდნენ, წლების განმავლობაში აგენტურაც ამტკიცებდა, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო - ამ თემის ირგვლივ სოროსის ფონდს სპეციალური ვებგვერდიც კი ჰქონდა შექმნილი
როდესაც ფაქტებით დადასტურდა, რომ 7 აგვისტოს საომარი მოქმედებები უკვე მიმდინარეობდა და 8 აგვისტოს ომის დაწყების თარიღად წარმოჩენა აგენტურისთვის პოლიტიკური ხარაკირის ტოლფასი იყო, გარე დავალების შესაბამი...
1786781830
ახალი ამბებიგიორგი ვოლსკი ქსენოფობიურ განცხადებებზე: ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე - უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არსებობს
„ერთი, მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რამდენად სტაბილურია ქვეყანა და რასაკვირველია, ამ მიმართულებით მთავარი დარტყმა უნდათ, რომ განახორციელონ და მეორე - უფრო აგრესიული გახდეს ოკუპაციის ის რეჟიმი, რომელიც არ...
1786780432
ახალი ამბებითბილისის მერია: ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია
დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პროცესში, გასული...






























