გიორგი პაპავა: სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 მძიმე ტექნიკა, სანამ პრობლემა სრულად არ იქნება აღკვეთილი სამუშაოები გაგრძელდება

„ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში შექმნილ პრობლემების ლიკვიდაციაზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ“, - აცხადებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა.

მისივე თქმით, გუშინდელი უხვი ნალექის შედეგად წვიმამ გარკვეული პრობლემები თბილისის ათივე რაიონში პრობლემები.

„გზის სავალ ნაწილებზე გადმოტანილ იქნა ხრეში და ღორღი, შესაბამისად 24 საათიან რეჟიმში ჩვენი თანამშრომლები, როგორც მძიმე ტექნიკის საშუალებით, ასევე ცოცხალი ძალის დახმარებით ახორციელებენ გაწმენდას. განსაკუთრებით დიდი ნალექი იყო, როგორც ვაკეში, ასევე მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. ყველა პერიმეტრზე ჩვენი თანამშრომლები, 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 მძიმე ტექნიკა ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში და სანამ პრობლემა სრულად არ იქნება აღკვეთილი სამუშაოები გაგრძელდება“, - განაცხადა პაპავამ.

ძლიერი წვიმის შედეგად თბილისში, პრობლემები შეიქმნა. დაიტბორა ქუჩები და სარდაფები, ასევე მეტროსადგურები - „რუსთაველი“ და „ვაჟა-ფშაველა“. განსაკუთრებით დიდი რაოდენობის ნალექი იყო თამარაშვილის გამზირზე. გაზსადენი მილის დაზიანების გამო კი, ჩიქოვანის ქუჩიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო. შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. გზები და ქუჩები ამ წუთებშიც იწმინდება. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1786780432

ახალი ამბები

თბილისის მერია: ინტენსიურად იწმინდება ძლიერი წვიმის შედეგად დედაქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურა, ქუჩები და ყველა პრობლემური ლოკაცია

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. პროცესში, გასული...

თბილისის მერია

1786779802

მსოფლიო

უხვმა ნალექმა ერევანი კვლავ დატბორა - ქუჩებში მოძრაობა შეფერხებულია

სომხეთის დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ერევნის ქუჩებში მოძრაობა კვლავ შეაფერხა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. გზებზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან, ცალკეულ მონაკვ...

უხვმა ნალექმა ერევანი კვლავ დატბორა - ქუჩებში მოძრაობა შეფერხებულია

1786778581

ახალი ამბები

სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის ერთი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, სისხლის სამართლის ორ სხვადასხვა საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობი...

 სუს-ი

1786777785

ახალი ამბები

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო...

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო

1786777370

ახალი ამბები

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით, 5არასრულწლო...

დაკავება