ლევან ჭოტორლიშვილი მზია ამაღლობელისთვის სახაროვის პრემიის გადაცემაზე: რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი - რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო გამორჩეულად სძულდა, პრემია საქართველოს სიძულვილში ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა სახაროვის
მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს, ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო განსაკუთრებით სძულდა, ამიტომ როგორი ოპოზიციაც ჰყავს ქვეყანას, პრემიაც იმის შესაბამისია.
„მზიასთვის ანდრეი სახაროვის პრიზი მიუციათ. მახსოვს ანდრეი სახაროვი ამტკიცებდა, საქართველო მცირე იმპერიაა და უნდა დაინგრესო. იდეოლოგიურ ნიადაგს ამზადებდა აფხაზეთის და შიდა ქართლის ოკუპაციისთვის.
მე არ ვიცი, ასე რატომ სძულდა სახაროვს საქართველო, შეიძლება მისი მეუღლის ელენე ბონერ-ქოჩარიან-ალიხანიანის ბრალია. ზვიად გამსახურდიამ, მგონი, ღია წერილიც მისწერა ანდრეი სახაროვს და იმ წერილში ნახსენებია ელენე ბონერ-ალიხანიან-ქოჩარიანი. კარგი იქნება, თუ ქართველი ჟურნალისტები მოიძიებენ გამსახურდიას წერილს.
ფაქტია, რომ რუს ლიბერალებში სახაროვს საქართველო განსაკუთრებით და გამორჩეულად სძულდა. მოკლედ, რა ოპოზიციაც გვყავს, პრემიაც შესაბამისი. პრემია საქართველოს სიძულვილში ვისი სახელობის უნდა იყოს, თუ არა სახაროვის.
ქსენოფობია რომ არ დამაბრალონ, მოკლე განმარტება. ქალბატონი ელენე თავიდან ქოჩარიანის გვარს ატარებდა, მერე ალიხანიანის გვარზე გადავიდა და ბოლო პერიოდში გახდა ბონერი“, - წერს ჭოტორლიშვილი.
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...
1772309195
მსოფლიონეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერზე: არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი ნიშანი“ იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „ჩვენთან აღარ არის“, თუმცა ცალსახად არ თქვა, რომ ის მოკლეს. მანამდე ირანის საგ...
1772308939
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის...
1772306703
მსოფლიოირანის პრეზიდენტმა გოგონათა სკოლაზე თავდასხმას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხრეთ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული სასიკვდილო საჰაერო დარტყმა დაგმო, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. „ეს ბარბაროსული აქტი...
1772305406
მსოფლიოირანის გვარდია აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ფაქტობრივად“ დაკეტილია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის უსაფრთხო და ფაქტობრივად, დაკეტილია მოძრაობისთვის, იუწყება მედია. გვარდიის განცხა...































