ლევან იოსელიანი: ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, მათი პოლიტიკაში ხილვა არ მინდა, ჩემს მომავალს არ უნდა განსაზღვრავდეს ის, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა
ადამიანები, რომლებიც ადამიანის უფლებების სისტემურ ფეხქვეშ გათელვაში იღებდნენ მონაწილეობას, ვინც ამას ამართლებდა, იმ ადამიანების პოლიტიკაში ხილვა მე არ მინდა. არ მინდა ჩემს მომავალს განსაზღვრავდეს ის ადამიანი, ვინც ციხეში ადამიანებს აწამებდა, - განაცხადა სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ტვ პირველის“ ეთერში პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას.
„მე, პერსონალურად, ვინმეს მიმართ წინააღმდეგობა არ მაქვს, მაგრამ ადამიანები, პარტიები, ვინც ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდა ან თელავს, ჩემი აზრით, მათ ჩვენ ჭკუა არ უნდა გვასწავლონ, ჩვენი მომავალი არ უნდა განსაზღვრონ და პოლიტიკური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
16 ოქტომბერს პარლამენტმა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, ამ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირს ეკრძალება პოლიტიკური პარტიის დაფუძნება, პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა, წევრობა, პარტიული თანამდებობის, სახელმწიფო-პოლიტიკური, პოლიტიკური თანამდებობისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავება.
1772310719
მსოფლიოისრაელის მედიის ცნობით, ნეთანიაჰუს და ტრამპს ხამენეის ცხედრის ფოტო აჩვენეს
ებრაული მედიის Channel 12-ის ცნობით, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს აჩვენეს ირანის უზენაესი ლიდერის ალი ხამენეის ცხედრის სურათი, რომელიც ირანის ხელისუფლ...
1772309195
მსოფლიონეთანიაჰუ ირანის უზენაეს ლიდერზე: არსებობს მრავალი ნიშანი იმისა, რომ ეს ტირანი ჩვენთან აღარ არის
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „არსებობს მრავალი ნიშანი“ იმისა, რომ ირანის უზენაესი ლიდერი „ჩვენთან აღარ არის“, თუმცა ცალსახად არ თქვა, რომ ის მოკლეს. მანამდე ირანის საგ...
1772308939
ახალი ამბებიქარელის სატრანსპორტო კვანძი-ბორითის სატრანსპორტო კვანძის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, დაბალი ტემპერატურა, ძლიერი ქარი) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის...
1772306703
მსოფლიოირანის პრეზიდენტმა გოგონათა სკოლაზე თავდასხმას „ბარბაროსული აქტი“ უწოდა
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა აშშ-ისა და ისრაელის მიერ სამხრეთ ირანში გოგონების სკოლაზე განხორციელებული სასიკვდილო საჰაერო დარტყმა დაგმო, რამაც ათობით ადამიანი იმსხვერპლა. „ეს ბარბაროსული აქტი...
1772305406
მსოფლიოირანის გვარდია აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე „ფაქტობრივად“ დაკეტილია
ირანის რევოლუციური გვარდია აცხადებს, რომ რეგიონში საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია ნიშნავს, რომ ჰორმუზის სრუტე აღარ არის უსაფრთხო და ფაქტობრივად, დაკეტილია მოძრაობისთვის, იუწყება მედია. გვარდიის განცხა...































