დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა, სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც

„როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა“, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე და ქვეყანაში ინვესტიციების მიმართ საზოგადოებაში წარმოქმნილ შიშზე საუბრობს.

მისი თქმით, სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც.

„დღევანდელ აკაცუკებს დავით აღმაშენებლის დროს რომ ეცხოვრათ, ყივჩაღთა ჩამოსახლებას აქციებით შეხვდებოდნენ და „ყივჩაღიზაციას“ გააპროტესტებდნენ. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა.

საზოგადოების გარკვეულ ნაწილს არ სურს „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობა, ნაწილს კი არაბული ინვესტიციით დაგეგმილი ორი ახალი დასახლების მშენებლობა. თითქოს საქართველოში ინვესტიციის შემოსვლა ავტომატურად რაღაც საფრთხეს ნიშნავს. უნდა გვესმოდეს მარტივი რამ ეს არის ინვესტიცია და არა „არაბული“, „ამერიკული“ თუ „გერმანული“ დასახლებები. როდესაც ქვეყანაში უცხოური კაპიტალი შემოდის, იქმნება ახალი ინფრასტრუქტურა, შენდება, ვითარდება ეკონომიკა და იზრდება ქვეყნის შესაძლებლობები.

სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი ვალდებულება სწორედ ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნის აღმშენებლობაა. თუ ჩვენს წარსულს გადავხედავთ, დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ყივჩაყთა დიდი ჯგუფის ჩამოსახლება მოხდა.

ჩვენთვის ცნობილი და ფართოდ გავრცელებული მოსაზრებით, საუბარია 40 000 ყივჩაყურ ოჯახზე რაც ოჯახების საშუალო შემადგენლობის მიხედვით დაახლოებით 160–200 ათას ადამიანს ნიშნავს, თუნდაც 100 000 ათასი იყოს, ეს იმ დროისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია, რადგან საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონს არ აჭარბებდა (ზუსტი რაოდენობა ცნობილი არ არის) წარმოიდგინეთ, დღევანდელი აკაცუკი როგორი აღშფოთებით და გაბრაზებული შეხვდებოდა დავით აღმაშენებლის ამ სტრატეგიულ ნაბიჯს, ალბათ აქციაზე იდგება ბუკის და ნაღარის პარალელურად ხმის იოგების დაწყვეტამდე იყვირებდა, „გადადგეს მეფე“ „უცხო ტომელებს არ შემოვუშვებთ“ „არა ყივჩაყიზაციას“ „ყივჩაყებო ქვეყანას არ დაგითმობთ“ და ა.შ. ბოლოს იმ ერთ მთავარ აქციას დააორგანიზებდნენ, რომლის სლოგანიც იქნებოდა, საქართველოს დავითის და ყივჩაყების გარეშე.

რეალურად კი ყივჩაყთა ჩამოსახლება დავითის სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

100 ათასობით ადამიანის ჩამოსახლებასა და რამდენიმე მილიარდის ინვესტიციას ერთმანეთს ვერც კი შევადარებთ. მაგრამ მაგალითი ერთ რამეს კარგად აჩვენებს სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც. ნუ ვეძებთ კატას ბნელ ოთახში, განსაკუთრებით მაშინ, როცა კატა იქ საერთოდ არ არის.

პ.ს. დავით აღმაშენებელი დღეს სად არის ყველამ ვიცით, აღმაშენებელი არის წმინდანი და საქართველოს ისტორიაში უდიადესი მეფე! აკაცუკები კი სამწუხაროდ ნეხვში არიან“, - წერს ჩიხელიძე.

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1789808138

ახალი ამბები

გია აბაშიძე: რადიკალური ოპოზიციისთვის „სანქცირებული რუსული გემები“ უკვე რიტუალურ მოჩვენებებად იქცა

„რადიკალური ოპოზიციისთვის საქართველოს მიერ კონტროლირებად აკვატორიაში „სანქცირებული რუსული გემების“ მიმოსვლა უკვე რიტუალური მოჩვენებებია - არც გემი სჭირდებათ, არც მტკიცებულება. მთავარია, ბოროტი ტყუილი...

გია აბაშიძე

1789807509

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

თბილისში, ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინა...

კახა კალაძე

1789807477

ახალი ამბები

კახა კალაძე ნატა ფერაძის მიმართ გერმანიაში აღძრულ საქმეზე: სოციალურ ქსელში მიზანმიმართული ბულინგისა და შეურაცხყოფის ფაქტებს ყველგან აქვს შესაბამისი რეაგირება

„როგორც ვხედავთ, ევროპულ ქვეყანაში, გერმანიაში სოციალურ ქსელში ბულინგი და შეურაცხყოფა სისხლის სამართლის დანაშაულია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, აქტივისტ ნატა ფერაძის მიმა...

კახა კალაძე

1789805564

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი 19 სექტემბერს საქართველოში

19 სექტემბერს ბათუმში წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +22 და ღამით +21 გრადუსი დაფიქსირდება. ხანმოკლე წვიმა იქნება ფოთშიც. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +20 გრადუსი იქნება. ზუგდიდშიც წვიმაა მოს...

ამინდი ამინდი

1789804509

ახალი ამბები

ირაკლი კობახიძე: დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას, ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა

დღეს 1 600 დევნილი ოჯახი მიიღებს ახალ, სრულად გარემონტებულ ბინას. ეს არის ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც აქამდე განხორციელებულა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დევ...

ირაკლი კობახიძე