ლევან მაჭავარიანი: არჩევნებს რომ გვიწუნებენ და რეზოლუციებში გვიწერენ, ახლიდან უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რის საფუძველზე?! ერთი მტკიცებულება მაინც დადეს ამასთან დაკავშირებით?!

„არჩევნებს რომ გვიწუნებს და რეზოლუციებში გვიწერენ, ახლიდან უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რის საფუძველზე?! ერთი მტკიცებულება მაინც დადეს ამასთან დაკავშირებით?! ან რატომ უგულებელყოფენ თავისივე სტრუქტურა არის ეუთო/ოდირი, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია არის და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ხაზგასმით წერია - არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართული მხარე პარტნიორებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ მათი ეს უსამართლო მოპყრობა იქნებოდა კონტრპროდუქტიული, რაც ამ კვლევამაც დაადასტურა.

„მინდა გამოვეხმაურო ევრობარომეტრის კვლევას, რომელიც წინა კვირაში ვიხილეთ. ძალიან სავალალო სურათია იქიდან გამომდინარე, რომ 17 პროცენტული პუნქტი არის შემცირებული ჩვენი მოსახლეობის ნდობა ევროკავშირის მიმართ, რაც ძალიან სამწუხაროა და რაშიც, რა თქმა უნდა, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ნული. ვინაიდან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ორმაგსტანდარტებზე, უსამართლო მოპყრობაზე, შეურაცხყოფაზე და ა.შ. ჩვენ ყოველთვის ჩვენს მოსახლეობას ვესაუბრებით შემდეგი სიტყვებით - ევროპა, ევროკავშირი და ევროპელი ხალხი არის აბსოლუტურად სხვა და ვმიჯნავთ მათ ყოველთვის ევრობიუროკრატებისგან, ბრიუსელის ბიუროკრატებისგან და საქართველოში აკრედიტებული ელჩების გარკვეული ნაწილისგან, რომლებიც ეწევიან ძალიან არასასურველ საქმიანობას ჩვენ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ეს ყველა ელჩს არ ეხება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მთლიანად არის მათზე“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ჩამოთვალა ის ფაქტორები, რამაც გამოიწვია ევროკავშირის მიმართ ნდობის შემცირება.

მისივე თქმით, ქართული მხარე პარტნიორებს ყოველთვის აფრთხილებდა, რომ მათი ეს უსამართლო მოპყრობა იქნებოდა კონტრპროდუქტიული

„მინდა მაგალითებით ჩავყვე თუ რამ გამოიწვია ამ ნდობის შემცირება ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ  ჩვენ ჩვენს პარტნიორებს ყოველთვის ვაფრთხილებდით, მათი ეს უსამართლო მოპყრობა იქნებოდა კონტრპროდუქტიული და სამწუხაროდ, ამ კვლევამ ეს ყველაფერი დაადასტურა.

თავიდან მინდა დავიწყო იმით, რომ 27 ქვეყნის წევრმა ევროკავშირის წევრ ქვეყნის ელჩებზე მაქვს საუბარი მოგვიწყო დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილი წამების ქვეშ იყო, კვდებოდა ქართულ ციხეში და უნდა გადაგვეყვანა საზღვარგარეთ, მაშინ, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, ყველაფერი რიგზე იყო, ყველამ ვიცოდით, სააკაშვილი სიმულიანტობდა. ამის მერე ამ ელჩებს ერთი ბოდიშიც არ მოუხდია.

ქართულ გამჭვირვალობის კანონს მინდა შევეხო, უმარტივეს 6-გვერდიან კანონს, რაზეც კონკრეტულად მე ვინც ჩამოვთვალე - ევრობიუროკრატები, ბრიუსელის ბიუროკრატები, აკრედიტებული ელჩების გარკვეული ნაწილი ამას ასაღებდა ჩვენს საზოგადოებაში, ეს იყო რუსული კანონი, დრაკონული კანონი და თუ ამ კანონს მივიღებდით ავკრძალავდით - ოპოზიციურ ტელეარხებს, ენჯეოორგანიზაციებს, 1 წელზე მეტი გავიდა, არავინ არ აგვიკრძალავს და ბოდიში რატომ რ მოიხადეს?! თურმე, როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული. ამასთანავე ისინი ამბობდნენ, თურმე, როგორ შეიძლებოდა ეჭვქვეშ დაგვეყენებინა დასავლელი დონორების მიერ გადმორიცხული ფული, როდესაც თავად ტრამპის ადმინისტრაციამ ამხილა, თუ როგორი კრიმინალური ორგანიზაციები არის  USAID და NED-ი, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობდით.

„მოლოტოვის კოქტეილის“ რომანტიზირება არ შეიძლება გამოგვრჩეს, ვინაიდან ევროპიდან დაფინანსებული ფულის მიმღები „ენჯეოორგანიზაციები“ ეწეოდნენ ამ კამპანიას. სანქციებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რუსეთისთვის სანქციები დაგვეწესებინა და დაგვენგრია ჩვენი ეკონომიკა, შემდეგ ისინი ამას უარყოფდნენ, თუმცა თავადვე მოახდინეს ამ ყველაფრის ლუსტრირება მას შემდეგ, რაც რეზოლუციებში ჩაგვიწერეს ეს მოთხოვნა.

კანდიდატის სტატუსის თემას მინდა შევეხო, როდესაც ჩვენ დაგვჩაგრეს, არ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი, მისცეს მაგალითად, მოლდოვას, რომელიც იხრჩობა კორუფციაში დსთ-ს წევრი ქვეყანაა, სადაც არ არსებობს ოპოზიციური ტელეარხი, ოპოზიციური პარტია და ამის შემდეგ თავისი ფულით დაფინანსებული „ენჯეოები“ სცენაზე აიყვანეს და იქ მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ

რეზოლუციებს მინდა შევეხო ისევ, როდესაც 6 თუ 7 რეზოლუცია არის ისევ მიღებული და კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მსჯავრდებულია უამრავ საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოში იქნა გასაჩივრებული  რიგი საქმეები და ყველგან დადასტურდა, იგი არის კრიმინალი და ქართული მართლმსაჯულება მოქმედებს მაღალი სტანდარტით, მაინც გვიწერენ - იგი არის პოლიტიკური დევნილი და უნდა გავათავისუფლოთ.

მინდა შევახსენო საზოგადოებას ევროპული ფულით დაფინანსებული ენჯეოების კამპანია - „84 ტყვია კეფაში“ „ჩავუფურთხოთ ქოცებს“ , „მოვკლათ ქოცები“, „მიუვარდეთ დეპუტატებს, დავაბულინგოთ მათი ოჯახის წევრები“ და ამის უამრავი მაგალითი გვაქვს ჩვენ ნანახი და სამწუხაროდ, ევრობიუროკარტები, ბრიუსელის ბიუროკრატები და აკრედიტებული ელჩების ნაწილი დუმილის რეჟიმში არიან და ამ ყველაფერს არ გმობენ, რასაც ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ, ეს არის ამ ყველაფრის ირიბი წახალისება.

საგარეო საქმეთა მინისტრების გამოგზავნა ანტისამთავრობო მიტინგებზე, რითაც ისინი მთლიანად შეურაცხყოფდნენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, არღვევდნენ გაეროს წესდებას და მათ ეგონათ, ეს ყველაფერი იქნებოდა ეფექტური, თუმცა ეს ყველაფერი იყო კონტრპროდუქტიული ისევ თავისთვის.

დემოკრატიის ფესტივალი მინდა შევახსენო ჩვენ საზოგადოებას, როდესაც ნორვეგიის და დანიის საელჩოების თანხით ფინანსდებოდა ეს ყველაფერი, თითქოს, რაღაც ფესტივალი იყო და ყველა ფესტივალზე ვიხილეთ, მიხეილ სააკაშვილის ბანერი იყო გამოკრული „ფრი მიშას“ წარწერით და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ისინი მივიდნენ იმ მდგომარეობამდე, შეაჩერეს ამ ფესტივალების დაფინანსება.

მიხეილ როთის და მსგავსი ფიგურების ვიზიტები მინდა გავიხსენო, როდესაც ბატონი როთი შეურაცხყოფდა ჩვენს ეკლესიას და ა.შ. მანამდე ქალბატონი კრამონი ჰყავდათ და ახლა ქალბატონი რასა გამოიყვანეს და ჰგონიათ, ეს „ფიგურები“ ჩვენ საზოგადოებისთვის მისაღებია, რომლებიც ზიზღის ენით გვესაუბრებიან და პირდაპირ ფაშისტურ განცხადებებს აკეთებენ ჩვენო მოსახლეობის მისამართით.

ბატონი ჰერჩინსკის მესიჯს მინდა გამოვეხმაურო, როდესაც წინასაარჩევნოდ მან ირიბად მოუწოდა ჩვენს საზოგადოებას, მისულიყვნენ არჩევნებზე და ხმა არ მიეცათ „ქართული ოცნებისთვის“. ასევე, ჰერჩინსკის განცხადება, 2024 წლის ივლისი იყო თუ არ ვცდები, როდესაც მან თქვა: „არც მოლაპარაკებები გაიხსნებოდა და არც არანაირი ურთიერთობა არ გაგრძელდებოდა ევროკავშირთან 2 კანონის გამო“ გამჭვირვალობის ქართული კანონის და ანტი ლგბტ კანონის გამო, რომელზეც ჩვენ შევეწინააღმდეგეთ და ვთქვით, ამას არ გავიწვევთ, ვინაიდან ეს არის წითელი ხაზი და ლგბტ პროპაგანდა საქართველოში არ დაიშვება. ამის შემდეგ წამოვიდა ბრალდებები, თითქოს, ჩვენ შევაჩერეთ მოლაპარაკებები ბატონი კობახიძის ბრიფინგის შემდეგ, მაგრამ წინა კვირაში მარტა კოსმა წამოცდენა გააკეთა და აღიარა კიდევ ერთხელ - ეს „ევროპული საბჭოს“ გადაწყვეტილება იყო. ამ ყველაფერს ჩვენი მოქალაქეები  აკვირდებიან, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე გამოაქვთ დასკვნები.

არჩევნებს რომ გვიწუნებენ და რეზოლუციებში გვიწერენ, ახლიდან უნდა ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები, რის საფუძველზე?! ერთი მტკიცებულება მაინც დადეს ამასთან დაკავშირებით?! ან რატომ უგულებელყოფენ თავისივე სტრუქტურა არის ეუთო/ოდირი, რომელიც ყველაზე ავტორიტეტული სადამკვირვებლო მისია არის და ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშში ხაზგასმით წერია - არჩევნები იყო კონკურენტული, ცესკომ მოახდინა არჩევნების ადმინისტრირება ძალიან  მაღალ დონეზე და საქართველოს ჰყავს არჩეული ხელისუფლება. ამ ყველაფერს უგულებელყოფენ და მაინც მოითხოვენ, ჩავატაროთ რიგგარეშე არჩევნები. ამის შემდეგ ვიხილეთ, დელეგაციებს დელეგაციაზე გვიგზავნიდნენ, რომლებიც ადიოდნენ სცენაზე და პირდაპირ მაიდანიზაციისკენ მოუწოდებდნენ ჩვენს საზოგადოებას.

მშვიდობიანი აქციები რომ უწოდეს, მით უმეტეს პირველ 5 დღეს ნოემბრის აქციებზე მაქვს საუბარი, როდესაც პარლამენტსა და პოლიციაზე იყო შტურმი, არდაუგმიათ ეს ყველაფერი და უწოდებდნენ მშვიდობიან აქციას, როდესაც მოლოტოვის კოქტეილები, ქვები, ბოთლები, ფეიერვერკები ცვიოდა პარლამენტის შენობაში, პოლიციელების მისამართით. 170 პოლიციელი დაშავდა, 30-ს დასჭირდა ქირურგიული ჩარევა, ერთმა მხედველობა დაკარგა და ამასთან დაკავშირებით ერთი განცხადება არ გაუკეთებიათ, რომ ეს იყო ძალადობრივი აქციები. ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურები მოიქცნენ გაცილებით მაღალი სტანდარტებით, ვიდრე ამ ქვეყნის პოლიციელები ვისზეც ახალ მე მაქვს საუბარი.

სასამართლოზე ზეწოლა, ელჩები რომ დადიან სასამართლოებზე, ქართული რომ არ ესმით და გვერდით თარჯიმანი არ უზით, რატომ დადიან? იქიდან გამომდინარე, რომ ზეწოლა მოახდინონ ჩვენს მოსამართლეებზე და ესეც არ ეპარება ჩვენს საზოგადოებას და რა თქმა უნდა, ესეც აგრესიას იწვევს საზოგადოებაში.

პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით, რომ ლექციებს გვიკითხავენ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ კრიმინალური დაჯგუფება, სისხლიანი რეჟიმი, ტოტალიტარული რეჟიმი, რომელიც თავიდან ბოლომდე აწყობილი იყო იმაზე, რომ ადამიანები გაენადგურებინათ, ბიზნესის რეკეტი მომხდარიყო მაშინ, როდესაც გერმანიის მაგალითზე „აეფდეს“ აკრძალვას, აპირებენ ისინი წინასწარ მეტყველებენ, „აეფდემ“ რაღაც შეიძლება ჩაიდინოსო, ჩვენ, როდესაც ფაქტებით გვაქვს დამტკიცებული რა აქვს ჩადენილი „ნაცმოძრაობას“ - გვსაყვედურობენ. ქალბატონი მარი ლე პენი საფრანგეთში აკრძალეს, 5 წლით ვერ მიიღებს პოლიტიკაში მონაწილეობას. ესეც არის ასმაგი სტანდარტი, რაც იწვევს აგრესიულ დამოკიდებულებას და რაც იწვევს კლებას ევროკავშირის ნდობის მიმართ.

საფრანგეთის ელჩის საქციელი არ დავივიწყოთ, როდესაც ჩვენ გრანტების კანონს ვიღებდით, 1 საათით თუ 2 საათით ადრე გასცა გრანტი პირდაპირ „ნაცმოძრაობაზე“ და დღემდე არ მოგვისმენია მისგან არანაირი ახსნა განმარტება.

ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის  ვიზიტი მინდა შეგახსენოთ როდესაც შუა აზიას სტუმრობდა და როდესაც საუბარი იყო შუა კორიდორზე, მან საქართველო გამოტოვა, როდესაც ჩვენ საკვანძო როლს ვთამაშობთ შუა კორიდორში და მინდა შეგახსენოთ ჩვენი ნამდვილი მეგობრის ბატონი ალიევის შენიშვნა ლაიენის მიმართ - იგი ან რუკაში არ არის გარკვეული, ან არაკომპეტენტური არიო.

ევროპარლამენტარი სანჩესი, რომელიც ახლა მოგვევლინა და რაღაც ბრალდებებს იძახის და ჰგონია, ჩვენმა ერმა იგი უნდა გააღმერთოს და დაიჯეროს, ვიღაცები თითქოს რეკავენ „ქართული ოცნების“ სანქციებთან დაკავშირებით, კეთილი ინებოს და მტკიცებულებები დადოს, თორემ ჩვენი მოსახლეობა მიიჩნევს, რომ ეს არის ჭორაობა.

მინდა ბიუროკრატების გასაგონად ვთქვა, მათ ლექცია დემოკრატიაზე ჩაუტარა ბატონმა ჯ.დ ვენმა, როდესაც იგი მიუნხენში იმყოფებოდა. მინდა კიდევ ერთი რაღაც დავამატო ბატონი ვენსის გამოსვლას  - დემოკრატია არის, უმრავლესობის ინტერესების დაცვა და გატარება უმცირესობის ინტერესების გათვალისწინებით და არა პირიქით. ისინი მოითხოვენ საპირისპიროს“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, ქვეყნის კურსი არის ევროკავშირისკენ.

„ჩვენ მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, ჩვენი კურსი არის ევროკავშირისკენ, ჩვენ დღეს ვართ ისეთი სუვერენულები და დამოუკიდებლები, როგორც არ ვყოფილვართ, ალბათ, ბოლო ერთი საუკუნეა. ჩვენ ამ კურსს ვადგავართ და ჩვენი ღირსებით, კულტურით და იდენტობით თავაწეულები 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები“, - დასძენს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1749623887

ახალი ამბები

მაკა ბოჭორიშვილი: უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად

უნგრეთი უმასპინძლებს საქართველოს მთავრობის ყველა წევრს, ეს არის მნიშვნელოვანი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური კავშირების გასამყარებლად და საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ ყველა მიმართულებით გვქონდეს...

მაკა ბოჭორიშვილი

1749622796

საზოგადოება

საზოგადოება ქართული: მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრება საქართველოს ეროვნულ ინტერესებშია

საზოგადოება „ქართული“ მიესალმება ინიციატივას, რომლითაც სისხლის სამართლის კოდექსს „უცხოელის საქართველოდან გაძევებისა და საქართველოში განსაზღვრული ვადით შემოსვლის აკრძალვის" მუხლი ემატება. „ეს დღეს საქა...

საზოგადოება ქართულ

1749622069

საზოგადოება

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს

„შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონში ცვლილებებს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს. კანონპროექტი უზრუნველყოფს ცხოველისა და მისი მეპატრონის იდენტიფიკაციის ვალდებულებას, რეგულირდება მეპატ...

შინაური ცხოველები

1749621420

ახალი ამბები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 3 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს, დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონის...

შსს

1749619981

ახალი ამბები

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

11 ივნისს ივნისს ქუთაისში დღისით +33 და ღამით +20 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ოზურგეთშიც უნალექო ამინდია. დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18. ბათუმში მზია...

მზიანი ამინდი