ლევან მაჭავარიანი: აშშ-ის პოზიცია ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული საერთაშორისო წესრიგი აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ თვალს

 მმართველ გუნდში ვენეციის კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებენ.

პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, აშშ-ის ეს პოზიცია, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს.

„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ჩვენ ვადევნებთ თვალყურს, სამართლებრივი შეფასებების ნაცვლად, ისინი აკეთებენ პოლიტიკურ შეფასებებს. ისიც ნუ დაავიწყდება ჩვენს საზოგადოებას, რომ მათი რეკომენდაციაა, ის, რაც კონსტიტუციაში ასახული გვაქვს, რომ ოჯახი არის ქალი და კაცის ერთობა, ეს ამოგვეღო ჩვენ კონსტიტუციიდან. ასევე, მათი რეკომენდაციაა გაგვეუქმებინა გამჭვირვალობისა და ანტი ლგბტ პროპაგანდის კანონი. შესაბამისად, აშშ-ის ეს გადაწყვეტილება გასაკვირი ნამდვილად არ არის.

ზოგადად, აშშ-ის ეს პოზიცია, ნიშნავს მხოლოდ ერთს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული, წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი უკვე აღარ არსებობს და ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებას ვადევნებთ ჩვენ თვალყურს. ამ შემთხვევაში, ისეთი პატარა ქვეყანა, როგორიც საქართველოა, უნდა ვიყოთ ძალიან მობილიზებულები, მოქნილები, პრაგმატულები, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ახალი მსოფლიო წესრიგი, რაც ჩამოყალიბდება ისე მოვერგოთ, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები“, - აცხადებს მაჭავარიანი.

ინფორმაციისთვის, 66 საერთაშორისო ორგანიზაციას შორის, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით შეერთებულმა შტატებმა დატოვა, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაც მოხვდა.

აშშ ვენეციის კომისიის სრულყოფილი წევრი 2013 წლიდან იყო, ხოლო მანამდე, 1991 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობდა.

მთლიანობაში, აშშ-მა დატოვა გაეროს სტურუქტურაში შემავალი 31 ორგანიზაცია და 35 საერთაშორისო ორგანიზაცია გაერო-ს სტრუქტურის მიღმა. 

მასალის გამოყენების პირობები


მთავარი სიახლეები




სხვა სიახლეები

1767903884

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია საფრანგეთის სუპერთასის მფლობელია

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ წლის პირველი ტიტულისთვის „მარსელს“ დაუპირისპირდა. ძირითადი დროი 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი პსჟ-მ იმარჯვა და საფრანგეთის სუპერთასი აღმართა. ლუის ენრიკეს გ...

ხვიჩა კვარაცხელია

1767901373

ახალი ამბები

ვრცელდება ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, რომელშიც ისინი აცხადებენ, რომ „ქიმიური მოწამვლის“ შედეგად დაზარალდნენ და „დასავლელ მეგობრებს“ საქმის გამოძიებაში დახმარებას სთხოვენ

ვრცელდება 2024 წლის დეკემბრის ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირების ვიდეორგოლი, სახელწოდებით „ქიმიური მოწამვლის საქმე“, სადაც ისინი აცხადებენ, რომ აქციებზე, სამართალდამცველების მიერ სპეციალური საპოლიცი...

ძალადობრივ აქციებში მონაწილე პირები

1767899604

ახალი ამბები

გამსახურდია: ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა კრეატიული მესიჯები, ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, რომ გაუსწორდნენ ხალხს, იქ რა მესიჯები ჟღერდებოდა

ანუ, ზოდელავა იძახის, რომ ხელისუფლების დამხობის მცდელობა ყოფილა გულწრფელი პროტესტი და სიძულვილის ენა, მუქარა და ა.შ ყოფილა კრეატიული მესიჯები. ვკითხოთ ამ არსებას ერთი, 7 ნოემბერს და 26 მაისს, გაუგონარ...

გიორგი გამსახურდია

1767895823

ახალი ამბები

დავით ჩიხელიძე ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ნიკოლოზ ჯავახიშვილზე: ჯერ ერთი, ვინ გიწყალებს, მეორე - ამაზე იტყვის ვინმე რომ „მშვიდობიანი მომიტინგეა“? კიდევ ძალაზე რომ საუბრობს

 ექსპერტი დავით ჩიხელიძე ძალადობრივი აქციების დროს დაკავებული ერთ-ერთი მომიტინგის ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, სადაც ის ხელისუფლებას შემდეგნაირად მიმა...

ჩიხელაძე

1767892872

მსოფლიო

გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს

 გრენლანდიამ აშშ-ის მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებები დანიის გარეშე უნდა აწარმოოს, - განუცხადა გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერმა სააგენტო Reuters-ს. „ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ამჟამინდელ მთავრობას, რომ რე...

გრენლანდიის ოპოზიციის ლიდერი: