პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ამოიღო - დაკავებულია 5 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის პოლიციისა და შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით 5 პირი სხვადასხვა დროს დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას, ასევე, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერება, ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: „ჰეროინი“, „ამფეტამინი“, „მეთადონი“, „მდმა“, „კოკაინი“, „მეტამფეტამინი“, გამომშრალი „მარიხუანა" და ფსიქოტროპული ნივთიერება - „პრეგაბალინი“. ერთ-ერთი დაკავებულისგან
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ , ასევე, ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო მასლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 261-ე, 262-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1767978169
ახალი ამბებიხანძარი თბილისში - ცეცხლი სავაჭრო ცენტრ „ოქროს კიდობანში“ გაჩნდა
თბილისში, სავაჭრო ცენტრ ოქროს კიდობანში ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცახედებენ, ცეცხლი ერთ-ერთ მაღაზიაში გაჩნდა. ადგილზე სახანძრო ჯგუფები არიან მობილიზებული
1767977369
ახალი ამბებიგაეროს პროგნოზით 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.4%-ით, მოლდოვის 2.5%-ით, ხოლო უკრაინის 2.3%-ით გაიზრდება
გაერო განახლებულ ანგარიშს „მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026“ აქვეყნებს. დოკუმენტის თანახმად, მაღალი მაკროეკონომიკური გაურკვევლობის, ცვალებადი სავაჭრო პოლიტიკისა და მდგრადი ფისკალ...
1767974772
ახალი ამბებიფარავნის უღელტეხილი-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–...
1767973321
ახალი ამბებიპროკურატურამ ნარკოდანაშაულის საქმეზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის, საქართველოში უკანონოდ შემოტანი...
1767971808
მსოფლიოვენესუელამ პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო - ტრამპმა განაცხადა, რომ ქვეყანაზე თავდასხმების მეორე ტალღა გააუქმა
ვენესუელის მთავრობამ ციხეებიდან იმ ადამიანების გათავისუფლება დაიწყო, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ესპანეთის საგარეო საქმეთა...































