თამთა სოფრომაძე: ძლიერმა მაკროეკონომიკურმა ფუნდამენტურმა ფაქტორებმა და თანმიმდევრულმა პოლიტიკამ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესაძლებლობა მოგვცა
2025 წელს სავალუტო ბაზარზე არსებული ხელსაყრელი პირობებისა და ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის შესყიდვებს აქტიურად ახორციელებდა, ჯამურად გასული წლის იანვარ-ნოემბრის პერიოდში სავალუტო ბაზარზე დაახლოებით 2.71 მილიარდი აშშ დოლარი შევისყიდეთ, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა, თამთა სოფრომაძემ სავალუტო რეზერვების რეკორდულად ზრდის შესახებ საუბრისას განაცხადა.
„სავალუტო რეზერვების ზრდა ეროვნული ბანკის მიერ გატარებული სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ამასთან, სარეზერვო პორტფელის დივერსიფიკაციის ფარგლებში, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მონეტარული ოქროს წილი საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.3%-ს, ანუ 1,002.3 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. ოქროს ფასის ზრდის შედეგად, მისი ღირებულება შეძენის მომენტიდან გაორმაგდა და რეზერვებს დამატებით 502.3 მილიონი აშშ დოლარი შემატა, რაც ეროვნული ბანკის სტრატეგიული მიდგომის ეფექტიანობაზე მიუთითებს“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
2025 წლის ბოლოს მდგომარეობით ქვეყნის საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა ისტორიულად რეკორდულ მაჩვენებელს - 6.16 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. წინა წელთან შედარებით რეზერვების მოცულობა 38%-ით, დაახლოებით 1.7 მილიარდი აშშ დოლარით გაიზარდა.
1788640783
მსოფლიოევროკავშირის მაღალჩინოსნები მომავალი ბიუჯეტისთვის ახალი გადასახადების დაწესების აუცილებლობაზე საუბრობენ
„ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირის 2028-2034 წლების გრძელვადიანი ბიუჯეტის დაფინანსებისთვის ახალი, ახალი გადასახადების შემოღება აუცილებელია...
1788637346
ახალი ამბებიირაკლი ქადაგიშვილი: ქართველ ხალხს დიდი ხანია, ნიკა გვარამიას მუქარის აღარ ეშინია, რამდენს იფაფხურებს ამ თავისი ტერმინოლოგიით, რომელიც მამაკაცსაც არ შეშვენის
„ნიკა გვარამია და წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, როდესაც ურთიერთობენ ადამიანთან, რომელიც მათგან განსხვავებულია, რეპრესიის, მუქარისა და დაშინების ენით ესაუბრებიან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრა...
1788636454
მსოფლიოვლადიმერ პუტინი კრემლში სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდა
„ვლადიმერ პუტინი კრემლში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს, სტივ ვიტკოფს და ჯარედ კუშნერს შეხვდა“, - ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მოლაპარაკებებში ასევე მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის თანაშე...
1788634125
ახალი ამბებიწყალბურთში „აპოლომ“ ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი სერბი თავდამსხმელი დაიმატა
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი „აპოლო“ ჩამპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ემზადება. დედაქალაქურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა – „აპოლოში“ სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩე...
1788632987
ახალი ამბებიზუგდიდის მერიის მხარდაჭერით 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები ურეკში დაისვენებენ
ზუგდიდის მერიის თანადაფინანსებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ადგილობრივი და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული, 3-დან 7 წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვები , რომლებიც პედიატრების ჩვენებით, სა...






























