პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა ალილოს მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად, ალილოს საზეიმო მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცა.
შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს ქრისტეს შობის დღესასწაული მიულოცა და ყურადღება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის საშობაო ეპისტოლეზე გაამახვილა.
„უპირველეს ყოვლისა, საქართველოში და ქვეყნის გარეთ მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ვულოცავ შობის დღესასწაულს და ყველას მშვიდობას, სიკეთეს და სიყვარულს ვუსურვებ. გუშინ, პატრიარქის საშობაო ეპისტოლეში მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდა იმაზე, რაც ჩვენი საზოგადოების ცხოვრებას ამძიმებს. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ საკუთარ გულში ჩავიხედოთ და ის სიკეთე, რომელიც დღევანდელი დღით არის განსაზღვრული, სრულად შევიგრძნოთ და ჩვენს გულში ქრისტე დაიბადოს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ალილოს მსვლელობა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო და სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა.
1767867997
ახალი ამბებიპროკურატურამ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცემის და ძალადობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. „შინაგან საქმეთა სა...
1767865793
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ „ბიბისის“ წინააღმდეგ საჩივარი მომზადებულია
საჩივარი მომზადებულია, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ვადა სარჩელის შესატანად და აუცილებლად შევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პროცედურაა, რომ თ...
1767859902
ახალი ამბებიშალვა პაპუაშვილი: ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, დღემდე მიკვირს, რატომ არ იბრძვიან ესტონეთი, ლიეტუვა, ლატვია, საკუთარი სისხლის დაღვრა რატომ არ უნდათ?
ძალიან თანმიმდევრულია ევროკავშირი იმაში, რომ უკრაინელების ხელით უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. გვესმის განცხადებები, რომ უკრაინა არის ევროპის ფრონტის წინა ხაზი და ვერ ვხედავთ ვერცერთ ევროპელ ჯარის...
1767856851
ახალი ამბებიორსულ მეუღლეს ფიზიკურად გაუსწორდა და მიიმალა“ - ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი მარნეულში დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ ოჯახში ჩადენილი ძალადობისთვის ძებნილი - 2001 წე...
1767856058
ახალი ამბებიქუთაისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტის შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - „ქუთაისის აეროპორტის“ მებაჟე ოფიცრებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანა...































