ლევან მაჭავარიანი გახარიას პარტიას: ხედავთ, როგორი ბრძოლაა კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს ახსენებთ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად წამგებიანია, ხელი არავისთვის დაგვიფარებია
„მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი თამარის კომენტარებს. ძირითადად ეს კომენტარები აგებული იყო ჩვენი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ. განსხვავება რომ დაგანახოთ, მინდა გავიხსენო, გახარიას პრემიერობა, როდესაც ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს დროს, როდესაც ჩვენს ქვეყანას ერთიანი გუნდი სჭირდებოდა, გიორგი გახარია გაექცა ამ პასუხისმგებლობას და ელჩების მითითების შედეგად გადადგა“, - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა პარლამენტის ტრიბუნიდან „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
მაჭავარიანმა ვრცლად ისაუბრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა და ახლაც როგორ აქტიურად მიმდინარეობს მასთან ბრძოლა.
ამასთან, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ პასუხისგმებლობას ვერავინ გაექცევა და თანამდებობა ან გუნდის წევრობა ინდულგენცია ვერ იქნება.
„როდესაც ირაკლი კობახიძეზე ვსაუბრობთ, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ იგი არის საუკეთესო პრემიერ-მინისტრი საქართველოს ისტორიაში. კორუფციაზე როდესაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ. მსუბუქად რომ ვთქვათ ნამდვილად არ იყო კარგი სიტუაცია, სანამ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, თუმცა, იმას ნუ დავივიწყებთ, რომ ჩვენ ხელი არავისთვის დაგვიფარებია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად ჩვენი გუნდისთვის ძალიან წამგებიანია, აბსოლუტურად ყველა საქმე გამოვიდა სააშკარაოზე. ხედავთ, როგორი ბრძოლა არის კორუფციის წინააღმდეგ და როდესაც ახსენებთ ყოფილ მაღალი თანამდებობის პირებს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ორმაგი დარტყმა არის სუბიექტურადაც და ობიექტურადაც, მაგრამ პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ვართ და ხელი აბსოლუტურად არავისთვის დაგვიფარებია. კიდევ ერთხელ, ხაზს ვუსვამ მიუხედავად იმისა, რომ ეს ჩვენი გუნდისთვის პოლიტიკურად ძალიან წამგებიანია.
რაც ირაკლი კობახიძე გახდა პრემიერ-მინისტრი იმ დღიდან ყველა სამთავრობო განკარგულება აბსოლუტურად გამჭვირვალეა. მან შეცვალა ქონების პირდაპირი წესით პრივატიზების პრაქტიკა. მან ჩამოაყალიბა სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციაც არის კორუფციის გამოვლენა და აღმოფხვრა. სუს-ის ხელმძღვანელად პარლამენტს წარუდგინა და პარლამენტმა დავამტკიცეთ მამუკა მდინარაძის კანდიდატურა. ყველა კარგად ხედავთ, როგორ ეფექტურად მუშაობს სუს-ი კორუფციის წინააღმდეგ. ასევე, ირაკლი კობახიძის ინიციატივით გაციფრულდა შესყიდვების მოდული, ბაზრის კვლევა არის მთლიანად გაციფრულებული. დაახლოებით ივნისიდან მთლიანად სამთავრობო შესყიდვები გადავა ციფრულ მოდულში და შემსყიდველ და მიმწოდებელ ორგანიზაციებს ექნებათ მხოლოდ ერთი სამუშაო სივრცე, რაც აბსოლუტურად გამორიცხავს იმის რისკს, რომ ვინმემ ვინმეს რამე პირობები მოარგოს.
შესაბამისად, აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება იმისთვის, რაც ირაკლი კობახიძის ერთ-ერთი დაპირება იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრად დავამტკიცეთ, რომ სულ რამდენიმე წელიწადში საქართველო შევა ტოპ სამ ქვეყანაში კორუფციის სიმცირის კუთხით. ირაკლი კობახიძის მოწოდება არის, რომ თუ სადმე ხედავთ კორუფციის ნიშნებს, აუცილებლად გაგვიზიარეთ და იქნება მყისიერი რეაგირება. თუ არ იქნება რეაგირება, შეგიძლიათ, მერე გააკეთოთ განცხადება ჟურნალისტებთან, რომ მივაწოდეთ კონკრეტული ინფორმაცია და ამას რეაგირება არ მოჰყოლიაო. მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად იქნება ყველაფერზე რეაგირება, ვინაიდან ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომ საქართველოში არ უნდა არსებობდეს კორუფცია და ინდულგენცია რომ არ არის არცერთი თანამდებობა, არც გუნდის წევრობა, არც გუნდის ყოფილი წევრობა, ამას ჩვენი მოქალაქეები საკუთარი თვალით ხედავენ“, - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
1775043942
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: აშშ-მა იცის, რომ ნებისმიერ დროს დავსხდებით და გავწერთ კონკრეტულ გზამკვლევს, სადაც ასახული იქნება ყველა ნაბიჯი, რა უნდა გადავდგათ ჩვენ, რა უნდა გადადგას ამერიკის მხარემ, ოღონდ ორივე მხარის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების გადატვირთვის თაობაზე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა. მაჭავარიანი ორ ქვეყანას შორის ა...
1775043879
ახალი ამბებილევან მაჭავარიანი: ოპოზიციას გახასიათებთ ამჩატება, გარწმუნებთ, დაიდება კონკრეტული გეგმა, რის მიხედვითაც პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქციაზე ჩვენი მოქალაქეებისთვის მისაღები ფასები იქნება
„რაც შეეხება ფასების საკითხს- ნუ ვიჩქარებთ. ჩვენ დაანონსებული გვაქვს, რომ მუშაობა უნდა მორჩეს აპრილის ბოლოს, ერთი თვე კიდევ დარჩენილია“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოა...
1775042928
ახალი ამბებიირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის ხელმძღვანელს ალეხანდრო ჰაიდენბერგს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება...
1775042199
ახალი ამბები2 აპრილს საქართველოს უმეტეს რეგიონში თბილი და უნალექო ამინდი, 3-4 აპრილს კი წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 2 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი,...
1775041883
ახალი ამბებიგლდანის რაიონის გამგეობა შიდა ეზოების მოწესრიგებას აგრძელებს
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ამჯერად, აღნიშნული სამუშაოები I მიკროს N3 კორპუსთან დაახლოებით, 1200 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტის განსახორციელებლად, და...































